ავტორი:

"ყველაფერი იკადრეს, რომ დაზარალებულის დისკრედიტაცია მოეხდინათ" - რა ხდება ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმეში

"ყველაფერი იკადრეს, რომ დაზარალებულის დისკრედიტაცია მოეხდინათ" - რა ხდება ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმეში

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილისა მისი ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის ოჯახურმა სკანდალმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

ახალგაზრდა ქალი ყოფილ ქმარს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, ხოლო ჩოგბურთელის მხარე დოროყაშვილს ფსიქოლოგიურ ძალადობასა და ფულის გამოძალვაში სდებს ბრალს. ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 24 აგვისტოს გაიმართება.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რა ეტაპზეა ყოფილი წყვილის გახმაურებული საქმე და როგორ მიმდინარეობს გამოძიების პროცესი.

ნელი დოროყაშვილის ადვოკატი ანა თავხელიძე გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილია. უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ საბოლოოდ დავა მისი დაცვის ქვეშ მყოფის სასარგებლოდ გადაწყდება:

"ამ ეტაპზე ჩვენი დამოკიდებულება გამოძიებისადმი არის პოზიტიური. კმაყოფილები ვართ და მოლოდინში ვართ, რომ ამ რეჟიმში გაგრძელდება. ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ შერჩევით მიდგომას, მაგრამ მთავარია, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს სასამრთლო 24 აგვისტოს მტკიცებულებების დასაშვებობის კუთხით. ამ შემთვევაში სასამართლო იყო ლოიალური ბასილაშვილის მიმართ, რადგან იგი არის ცნობილი სახე. სხვა შემთხვევაში, ალბათ, პატიმრობა იქნებოდა გამოყენებული და არა გირაო. მთავარია, სასამართლო საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ არ მოექცეს.

ძალიან სამწუხაროდ, მეორე მხარემ ყველაფერი იკადრა, რომ დაზარალებულის დისკრედიტაცია მოეხდინა და საზოგადოებრივი აზრი ჩამოეყალიბებინა. დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, თუ რა უთანასწორო მდგომარეობაში არიან ქალები კაცებთან მიმართებაში.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ძალადობის მსხვერპლები ძირითადად ქალები არიან და გენდერული სტერეოტიპები ჯერ კიდევ ღრმად ფესვგადგმულია. ამას ხელს უწყობს საზოგადოების დამოკიდებულებაც - ისინი არ არიან ქალების მიმართ სოლიდარულები და ცდილობენ გაამართლონ ბრალდებული, თითქოს ქალმა გამოიწვია, აიძულა ის, რომ ეძალადა. აქ კიდევ უფრო მეტი ცდუნება იყო - ბასილაშვილი საზოგადოებისთვის პატივსაცემი პირი იყო, რამაც კიდევ უფრო მეტად განაწყო საზოგადოებრივი აზრი კრიტიკულად ნელი დოროყაშვილის მიმართ" - ამბობს უფლებადამცველი.

AMBEBI.GE მეორე მხარის პოზიციითაც დაინტერესდა. ნიკოლოზ ბასილაშვილის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ირმა ჭკადუა იცავს. უფლებადამცველის თქმით, ბასილაშვილი ამ საკითხზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

"ჩვენ არ ვაკეთებთ მედიასთან კომენტარს. მაშინვე გააკეთა ნიკამ განცხადება, რომ იგი მისი შვილის დედასთან პოლემიკაში შესვლას არ აპირებს, ყველაფერს გაარკვევს სასამართლო დარბაზში და არა ასე სახალხოდ" - განაცხადა ბასილაშვილის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი გირაო შეუფარდეს და 100 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამასთან, შემაკავებელი ორდერია გაცემული ჩოგბურთელის მამაზეც. ბრალდების თანახმად, 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი და მამამისი ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს წყვილის არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო.

"ავტომობილში მომხვდა რაღაც ხელკეტი და ერთხელ დავარტყიო..." - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკა ჟვანია ინციდენტში მონაწილეობას აღიარებს

"მივმართავ მკვლელს, არ შერჩება! მიწიდან ამოვთხრი" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"ბაჩალიაშვილის "ფეისბუქზე" შესვლა ვერ მოხერხდა, ვერანაირი კოდი ვერ მოერგო" - რა თქვა ადვოკატმა ექსპერტიზის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ