ავტორი:

ექსკლუზიურად მხოლოდ "ჰოთსეილზე“ "ევრო პარკი“ დღეიდან ბრუნდება

ექსკლუზიურად მხოლოდ "ჰოთსეილზე“ "ევრო პარკი“ დღეიდან ბრუნდება

ხანგრძლივი კარანტინისა და შეზღუდვების შემდეგ ვისაც დედაქალაქში განტვირთვა და აუზზე დასვენება მოენატრა, მათთვის ექსკლუზიურად მხოლოდ "ჰოთსეილზე“ დაბრუნდა "ევრო პარკი“, რომელიც სტუმრებს 15 ივლისიდან მიიღებს.

მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციების ეტაპობრივად მოხსნისას ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში ნაწილობრივ ჩავდექით, საზაფხულო სეზონის ნახევარი თითქმის განტვირთვისა და დასვენების გარეშე გავატარეთ, რადგან აუზები და სხვა გასართობი სივრცეები არ ფუნქციონირებდა.

გასულ წელს, ბევრი ჩვენგანი აუზებზე დროს ბავშვებთან ერთად ატარებდა და შვებულების მოლოდინში მათ არდადეგებს სახალისოს და სასიამოვნოს ხდიდა. ბავშვებსაც, კურორტზე დასასვენებლად წასვლამდე, დედაქალაქში არდაგეგების ნაწილის სასიამოვნოდ გატარების საშუალება ჰქონდათ, რისი ფუფუნებაც წელს, 15 ივლისამდე არ მოგვეცა.

დედაქალაქში ტემპერატურა სულ უფრო იმატებს და მათ, ვინც ჯერჯერობით, კურორტებზე დასვენებას ვერ ახერხებენ, „ჰოთსეილისა“ და „ევრო პარკის“ მეშვეობით ეძლევათ საშუალება, 34%-იანი დანაზოგით სასიამოვნოდ გაატარონ ზაფხულის ცხელი დღეები, გაგრილდნენ აუზზე, მიიღონ ნამზეური, მიირთვან ცივი სასმელები და დაისვენონ პარკის სხვადასხვა სივრცეში.

„ევრო პარკი“ COVID-19-თან დაკავშირებული ყველა რეგულაციის გათვალისიწნებით გაიხსნა. აქ მკაცრად იქნება დაცული შეზლონგებს შორის დისტანცია, ჩატარდება თერმოსკრინინგი და ადმინისტრაცია გაითვალისწინებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად არის საჭირო. შესაბამისად, „ჰოთსეილისა“ და „ევრო პარკის“ მეშვეობით, უკვე შეგვიძლია, მშვიდად გავხადოთ ზაფხული უფრო მრავალფეროვანი და ხალისიანი და ჩვენს ბავშვებსაც, არდადეგების განმავლობაში სასიამოვნო განწყობა შევუქმნათ.

WWW.TIME.GE - საათებისა და სამკაულების ახალი ინტერნეტ მაღაზია

სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ სპა ცენტრი განახლებული შეთავაზებებით ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება

რატომ ხდება საქართველოში კედლის მხატვრობა პოპულარული? - ინტერვიუ მხატვარ მუსია ქებურიასთან