ავტორი:

ხინკლის მოხვევის მასტერკლასი ეკონომიკის მინისტრისგან - როგორ ჩაიარა ნათია თურნავას სტუმრობამ თუშეთში

ხინკლის მოხვევის მასტერკლასი ეკონომიკის მინისტრისგან - როგორ ჩაიარა ნათია თურნავას სტუმრობამ თუშეთში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა კამპანიის „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ფარგლებში დღეს თუშეთს ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტროს ოფიციალური "ფეისბუქ-გვერდი" ავრცელებს.

მინისტრმა მონაწილეობა მიიღო გასტროტურში, რომელსაც ასევე დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში გელა სამხარაული და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

"დღეს, როდესაც პანდემიის გამო უჭირს ტურისტს და შეფერხებებია საერთაშორისო ვიზიტორების ჩამოსვლის თვალსაზრისით, ჩვენ დავინახეთ ამაში შესაძლებლობა, რომ ყველამ ხელახლა აღმოაჩინოს ის, რაც ჩვენია, ვიმოგზაუროთ საქართველოში და ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

კამპანიის ფარგლებში სტუმრებმა კესელოს ციხე და ომალოში თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი დაათვალიერეს, ასევე მონაწილეობა მიიღეს ეროვნული პარკის ფიჭვნარში გამართულ თუშური ხინკლისა და კოტორის მასტერკლასებში. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, შიდა ტურიზმის წახალისების მიზნით, მიმდინარე კამპანიაში ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოს მთავრობის წევრების გარდა, აქტიურად არიან ჩართულები ბიზნესმენები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

"მეოთხე სტადიაში აღმოვაჩინეთ დაჯის ფილტვის სიმსივნე..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი დედაზე და რას ურჩევს საზოგადოებას

"ვისაც გგონიათ, რომ ჩემ გამო მოხდა ყველაფერი, მაგ სიმართლით იარეთ!" - რას წერს გოგონა, რომელიც შაქარაშვილის მეგობრის ჩვენების მიხედვით, ფეხბურთელს მოსწონდა

გიორგი კეკელიძის "ფეისბუქის" გვერდი გატეხეს - "წაშლილია არქივის დიდი ნაწილი"