ავტორი:

გიორგი კეკელიძის "ფეისბუქის" გვერდი გატეხეს - "წაშლილია არქივის დიდი ნაწილი"

გიორგი კეკელიძის "ფეისბუქის" გვერდი გატეხეს - "წაშლილია არქივის დიდი ნაწილი"

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდი გატეხეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გვერდიდან წაშლილია თითქმის სრული არქივი.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში აცხადებენ, რომ როგორც გვერდის ერთადერთმა, შემთხვევით შემორჩენილმა ადმინისტრატორმა ნახა, გვერდი წაშლილია რუსული ექაუნთით.

"გიორგი კეკელიძის ოფიციალური გვერდის ანგარიში გატეხილია. წაშლილია არქივის დიდი ნაწილი. შეცვლილია სახელი (ერქვა ქართულ-ლათინურად, დატოვებულია ლათინურად). გვერდზე წვდომა (მისი მფლობელის სტატუსით) უკვე აქვთ სხვა ქვეყნიდან. შემორჩენელია ერთადერთი ქართველი ადმინისტრატორი, რომელიც რატომღაც ვერ წაშალეს და სწორედ მისი მეშვეობით ვავრცელებთ ამ განცხადებას.

გვერდი გატეხილია რუსულდასახელებიანი ექაუნთით - ოლგა ჰამერ დურაკოვა. განაცხადი შეტანილია ფეისბუკ-ადმინისტრაციაში და შსს კიბერუსაფრთხოების სამსახურში. პოსტს განთავსებიდან მცირე ხანში შლიან" - ვკითხულობთ წაშლილ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პარიზში ქართველმა გოგომ ღომით ფეხი დაიწვა - გუგა ქაშიბაძე

"ამ ძაღლს ვიცნობდი... პატრონი ფსიქიკას უმახინჯებდა, ძაღლების დაგლეჯვაზეც ავარჯიშებდა" - რას წერს სამოქალაქო აქტივისტი თბილისში მომხდარ შემთხვევაზე

"მეოთხე სტადიაში აღმოვაჩინეთ დაჯის ფილტვის სიმსივნე..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი დედაზე და რას ურჩევს საზოგადოებას