ავტორი:

ტოპ 10 წიგნი მოზარდებისთვის, რომელიც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

ტოპ 10 წიგნი მოზარდებისთვის, რომელიც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

არსებობს წიგნები, რომელიც კონკრეტულ ასაკში უნდა წაიკითხო, რათა სწორედ ის ემოცია და მღელვარება შეიგრძნო, რაც ავტორმა ნაწარმოებში ჩადო. მაგალითად, ასეთი ნაწარმოებებია მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავდაგადასავალი“ და „ჰეკლბერი ფინის თავდაგადასავალი“. რა იქნებოდა ჩვენი ბავშვობა მათ გარეშე?

თუნდაც არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“ და მისი ციცინათელების მწყემსი ბაიას წაკითხვა რად ღირდა ჩვენს ბავშვობასა და მოზრდობის პერიოდში. ეს შთაბეჭდილებები იქ, იმ ასაკში დარჩა და რამდენჯერაც საკუთარ შვილს ან უმცროს და-ძმას მათ წაკითხვას ვურჩევთ, ყოველთვის იმ ემოციით გავიხსენებთ, რაც მაშინ მივიღეთ.

წიგნის მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსმა“ სწორედ ამიტომ შეგვირჩია ის ტოპ 10 წიგნი, რომელიც სჯობს, მოზარდობის ასაკში წავიკითხოთ. ამ ზაფხულს კი ამ წიგნებზე მოქმედებს 50%–იანი ფასდაკლება. წიგნები შთაბეჭდილებებით, ჯადოსნობით, თავდაგასავლებითა და დეტექტიური ისტორიებით არის სავსე. ათივე მათგანი მსოფლიოს მასშტაბით ბესტსელერებს წარმოადგენს და „ბიბლუსი“ გირჩევთ, მათ თქვენც გაეცნოთ:

ორმოები

ილნეტსების საგვარეულო წყევლამ და მასთან დაკავშირებული უიღბლობის წყებამ გვარის უმცროს წარმომადგენელს, სტენლი ილნეტსსაც უწია, შედეგად მოზარდთა გამოსასწორებელ კოლონიაში მოხვდა, სადაც ყოველდღე თითო ორმოს თხრის. სხვა არაერთი წინააღმდეგობის გადალახვაც უწევს და თანდათან მისი ყოველი დღეც ერთ დიდ ორმოს ემსგავსება.

"ორმოები" დღეისთვის მოზარდთა ლიტერატურის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად მიიჩნევა და არაერთი ჯილდოს მფლობელია.

ალასკას ძიება

მაილზ ჰოლტერი უიღბლო თინეიჯერია უცნაური ჰობით – ცნობილი ადამიანების უკანასკნელ სიტყვებს სწავლობს. ფრანსუა რაბლეს სიტყვებით შთაგონებული მაილზი გადაწყვეტს, ეძიოს „დიადი შესაძლოა“ და სასწავლებლად მშობლებისგან მოშორებით, „კალვერ კრიკში“ გაემგზავრება.

ახალი მეგობრები – ალასკა იანგი, ჩიპ მარტინი და ტაკუმი ჰიკოჰიტო ბიჭის ცხოვრებას სრულიად ცვლიან. წიგნმა „ალასკას ძიება“ 2006 წელს ამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციის პრიზი მოიპოვა.

კეტრინების სიმრავლე

შესაძლოა, ინტელექტუალური კოეფიციენტი იმდენად მაღალი გქონდეს, ვინმეს გენიოსი ან თითქმის გენიოსიც ეგონო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ბედნიერებისთვის.

მაინც, რა არის საჭირო იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო? კარგი მეგობარი, კარგი შეყვარებული და საინტერესო თავგადასავალი... ბესტსელერების გახმაურებული ავტორის, ჯონ გრინის ,,კეტრინების სიმრავლე" სწორედ ასეთი საინტერესო ისტორიაა.

სამყარო შენს მხრებზე

ყველას ჰგონია, რომ შესანიშნავად იცნობს ლიბი სტრაუტს, „ამერიკის ყველაზე მსუქან თინეიჯერს“, მაგრამ ვერავინ იხედება მისი გარეგნობის მიღმა, რომ გაიგოს, როგორია ის სინამდვილეში. დედის სიკვდილის შემდეგ ის მოსწყდა ჩვეულ ყოველდღიურობას, მაგრამ ახლა მზადაა სკოლისთვის, ახალი მეგობრებისთვის, სიყვარულისა და ყველა შესაძლებლობისთვის, რასაც ცხოვრება შესთავაზებს. მას უნდა, იყოს გოგო, რომელსაც ყველაფრის კეთების უფლება აქვს.

დაკარგული სულების ქალაქი

ლანდმონადირეების სამყაროში ანგელოზების და დემონების არსებობა ის პირველადი მითია, რომლიდანაც ამბის ყველა ასპექტი მომდინარეობს. ლანდმონადირეები ანგელოზის სისხლით შეიქმნენ. ფერიები ნაწილობრივ ანგელოზური, ნაწილობრივ კი დემონური ბუნების მატარებელნი არიან. ჯადოქრები ადამაინებისა და დემონების შთამომავლებს წარმოადგენენ; მაქციები და ვამპირები კი დემონური დაავადებების მქონე ადამიანებს. ეს არის სამყარო, რომელშიც ასახულია მითი და ფოლკლორი, სადაც ყოველ ჯადოსნურ ამბავს ახსნა მოეძებნება.

ბიჭის ცხოვრება

ზეფირი, ალაბამა მაგიური ადგილია. აქ შეძენილ მეგობრებს ცხოვრების ბოლომდე არ დაივიწყებ, აქაური მდინარე უამრავ საიდუმლოს მალავს, ტყეში გადაშენებული არსებები ხეტიალობენ…

კორისა და მამამისის იდილიური სამყარო მას შემდეგ დგება თავდაყირა, რაც ისინი წამებით მოკლული ადამიანის ცხედარს აღმოაჩენენ...

ელვარების კოდი

ოდესღაც სამყაროს აღსასრული დადგა. ტყეები გადაიწვა, ტბები და მდინარეები დაშრა. ვირუსმა მთელი პლანეტა დააავადა, ოჯახები გაანადგურა, ძმას ძმა მოაკვლევინა. მერე კი გამოჩნდა უკეთური... ისინი პასუხებს ეძებდნენ. მათ იპოვეს იდეალური ბიჭი. ამ ბიჭს თომასი ერქვა. მან გაამჟღავნა საიდუმლოებები. შეიტყო არნახული ერთგულების ამბები.

უბედური შემთხვევების სეზონი

თინეიჯერ კარას ოჯახი, უკვე რამდენი წელია, ოქტომბრისთვის საგანგებოდ ემზადება: ავეჯის ყველა მახვილ კუთხეს რბილი საგნებით ფარავენ, იატაკის ფილებზე ნოხებს აგებენ, სამზარეულოში ტექნიკის გამოყენებას წყვეტენ, თავად კი ტანსაცმელს ფენებად იცვამენ... იმიტომ, რომ უბედურების სეზონი დგება; იმიტომ, რომ ეშინიათ; იმიტომ, რომ ოქტომბერს საღ-სალამათი გადაურჩე, ძალიან რთულია.

შარლოტის კვალი

ჯეიმი უოტსონს შერინგფორდში, კონექტიკუტში მდებარე მოსამზადებელ სკოლაში, სარაგბო სტიპენდია ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდა, მაგრამ მხოლოდ ეს ნამდვილად არ იყო ერთადერთი სირთულე: შერინგფორდში სწავლობს შარლოტ ჰოლმსიც, ცნობილი დეტექტივის შვილთაშვილის შვილიშვილიც, რომელსაც მისი სახელგანთქმული წინაპრისგან მემკვიდრეობით არა მხოლოდ გენიალობა, არამედ აუტანელი ხასიათიც ერგო.

ერთმანეთთან შეხვედრისას მათ შორის მუხტი იბადება. როდესაც შერინგფორდელი მოსწავლე საეჭვო გარემოებებში კვდება – შერლოკ ჰოლმსის ისტორიების საუკეთესო ტრადიციების დაცვით, ჯეიმის აღარ შეუძლია განზე დგომა. ჯეიმისა და შარლოტს მკვლელობა ბრალდებათ და მისი გაბათილება მხოლოდ შარლოტს შეუძლია. საფრთხე თანდათან იზრდება, უსაფრთხო გარემო აღარსადაა და სანდოდ მხოლოდ ერთმანეთიღა რჩებათ.

ფანგოგო

კეთი „საიმონ სნოუს“ ერთგული ფანგოგოა! ბავშვობაში „საიმონ სნოუს“ ახალ-ახალი გამოცემებით სულდგმულობდა და სწორედ იმ წიგნებმა გადაატანინა ტკივილი დედისგან მიტოვებულს. კეთი ახლა უნივერსიტეტში სასწავლებლად მიემგზავრება! თუმცა იქ, უცხო გარემოში, რამდენიმე ადამიანთან ურთიერთობა აიძულებს, ისევ „საიმონ სნოუს“ „შეაფაროს“ თავი და ფანფიქციით დაკავდეს. მაგრამ ერთდროულად ფიქციით, გამოგონილი ამბებითა და რეალობით ცხოვრება ხომ შეუძლებელია. მზადაა კი კეთი, გამოგონილ სამყაროს დაემშვიდობოს და რეალური ცხოვრება დაიწყოს? თითქოს, ‒ არა. თუმცა, ლივაი და მისი სიყვარული დაუმტკიცებს კეთს, რომ ცხოვრება მშვენიერია და რეალობას არ უნდა გაექცე!

როსტომ ხანი და ვახტანგ V - ქართველი გამაჰმადიანებული მეფეების უმძიმესი ცხოვრება ერთ წიგნად

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი მეოთხე)

რას ნიშნავს წიგნი თამაში და როგორ შეიძლება მკითხველმა შექმნას ამბის მისეული გაგრძელება