ავტორი:

"ამ ბიჭების დაკითხვის შემდეგ დამიჭირეს... აგენტები არიან" - აშშ-ს ციხეში მყოფი ავთანდილ ხურციძე მის პატიმრობაში ქართველ სპორტსმენებს ადანაშაულებს

"ამ ბიჭების დაკითხვის შემდეგ დამიჭირეს... აგენტები არიან" - აშშ-ს ციხეში მყოფი ავთანდილ ხურციძე მის პატიმრობაში ქართველ სპორტსმენებს ადანაშაულებს

აშშ-ს ციხეში მყოფი ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, რომელიც 3 წლის წინ კრიმინალური დაჯგუფების წევრობის გამო დააკავეს ამერიკელმა სამართალდამცველებმა, მის პატიმრობაში მეგობრებს - ქართველ სპორტსმენებს ადანაშაულებს.

როგორც ხურციძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ციხიდან წერს, ის მას შემდეგ დააკავეს, რაც მის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს - UFC-ის ქართველმა მებრძოლებმა, მერაბ დვალიშვილმა და ლევან მაყაშვილმა.

ხურციძე ციხეში

"დიდი ხნის თვალთვალის შემდეგ, ჩემი მეგობრების მიცემული ჩვენების შემდეგ, რომლებსაც ჩემ პატარა ძმებივით ვთვლიდი - მერაბ დვალიშვილს, გიორგი კუდუხაშვილს, ლევან მაყაშვილს - ამ ბიჭების დაკითხვის შემდეგ დამიჭირეს, რეკეტს მართავდაო, რომ მდებენ ბრალად, ეს ბიჭებია მხედველობაში სინამდვილეში.

ესენი აგენტები არიან და კიდევ სხვები. მერაბ დვალიშვილმა ოციათასი დოლარი დამიკარგა, იძახის ადვოკატს მივეციო, ის ადვოკატიც აგენტი იყო და ჩემ საწინააღმდეგოდ მუშაობდა. მიუხედავად ამ მტრობისა და ამდენი ლანძღვა-გინებისა, 0 დოლარია ჩემი დანაშაული და არც ერთი დაზარალებული. მაქსიმუმ ორი წლის განმავლობაში უნდა დაინიშნოს სასამართლო და 7 სექტემბერს გახდება უკვე ორი წელი და რა ხდება - მიდის სრული ძალმომრეობა ნემსებით, საჭმლის მოწამვლით, დღეს 14 ივლისს, უკვე უარი განვაცხადე საჭმლის მიღებაზე და სანამ გავქაჩავ, მინდა საღი აზროვნებით დავხუჭო თვალები, არა ისე როგორც მიკეთებენ - გულის მკერდის ტკივილებით, თავის საშინელი ტკივილებით, გულისრევის შეგრძნებით, კუჭ-ნაწლავის ტკივილებით და ა.შ.

არ გიკვირთ კი მაგრამ რით ვერ ჩააგდებინეს ამ ბიჭს მთელი 4 წელი ხმა, რით ვერ მოუტანეს თავის ნამოქმედარი და დაუდეს წინ, არ გიკვირთ? მარტო ეს არის ჩემი უდანაშაულობის ფაქტი, მე ვიყავი ავთანდილ ხურციძე, ვარ ავთანდილ ხურციძე და ვიქნები ბოლომდე ავთანდილ ხურციძე" - წერს პატიმრობაში მყოფი სპორტსმენი.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ივლისში, ნიუ-იორკში დააკავეს 15 ქართველი, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებოდათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს. ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე კი ნიუ-იორკის სასამართლომ რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრად ცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონდა... მეუბნებოდა, ერთი სული მაქვს როდის ჩამოვალო" - რას ამბობს მეუღლე ბიჭზე, რომელიც კარანტინში მეოთხე სართულიდან გადახტა

მესტიაში გამოკვლეული 500 პირიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა

რუხის კლინიკაში მესტიიდან კორონავირუსით ინფიცირებული 2 პირი შეიყვანეს