ავტორი:

"მშობელს შვილი არ უნდა უკვდებოდეს უსახსრობის გამო" - 16 წლამდე ასაკის მძიმე დიაგნოზის პაციენტების დასახმარებლად, მთავრობას პეტიციით მიმართავენ

"მშობელს შვილი არ უნდა უკვდებოდეს უსახსრობის გამო" - 16 წლამდე ასაკის მძიმე დიაგნოზის პაციენტების დასახმარებლად, მთავრობას პეტიციით მიმართავენ

საქართველოს მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს პეტიციით მიმართავენ დააფინანსოს მძიმე დიაგნოზის მქონე არასრულწლოვანი პაციენტების მკურნალობა. პეტიცია ichange.gov.ge-ზე გამოქვეყნდა და იმისთვის, რომ ის მთავრობამ განიხილოს, 10 000 ხელმოწერაა საჭირო.

პეტიციაში ვკითხულობთ:

"დედების ჯგუფის" და ყველა იმ ბავშვის სახელით, რომელიც ახლა ამ წუთას ებრძვის სიკვდილს, მოგმართავთ საქართველოს მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს.

0-დან 16 წლამდე ონკოლოგიურ პაციენტებს, ასევე 0-დან 16 წლამდე მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტებს, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებენ ოპერაციას ან მკურნალობას, საზღვარგარეთ გადაყვანას და იქ მკურნალობას (ოპერაციას), დაუფინანსდეთ სრულად ყველაფერი, დაფინანსება და რეაგირება მოხდეს უმოკლეს ვადებში.

საქართველოში არც ისე ცოტა ონკოლოგიური და სხვა მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტები გვყავს (ძალიან ბევრი მათ შორის არის მცირეწლოვანი), თუმცა არც ისე ბევრი, რომ სახელმწიფომ ვერ იზრუნოს მათზე. უკვე რამდენი წელია სოციალური ქსელით ვიგებთ, რომ 2-3 წლის ბავშვები ებრძვიან ამა თუ იმ ვერაგ დაავადებას, მშობლები ყიდიან ყველაფერს რაც გააჩნიათ მათ გადასარჩენად, რომელიც არასდროს არ არის საკმარისი, ბარდებიან ლტოლვილად საზღვარგარეთ უიმედოდ, უმისამართოდ, უპატრონოდ, ყოველდღე მინიმუმ ერთი დედა მაინც ითხოვს ერთ ლარს შვილის სიცოცხლის გადასარჩენად და ამასობაში გადის უამრავი დღე.

უმეტეს შემთხვევაში, თუ საზოგადოებას დროულად არ აუჩუყდა გული, ეს ბავშვები იღუპებიან. მშობელს შვილი არ უნდა უკვდებოდეს უსახსრობის გამო. ბავშვებმა უნდა იცოცხლონ და რაც მთავარია, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ბრძოლის და გადარჩენის" - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ პეტიციაში.

პეტიციის ხელმოწერა შეგიძლიათ ამ ბმულზე

"არ მინდა იმის თქმა, რომ მე არაფერ შუაში ვარ, რადგან შეიძლება ერთ ზარს შეეცვალა ბევრი რამე" - ანი გაბეჩავა დუმილს არღვევს

თბილისში ძაღლმა 67 წლის ქალი დაგლიჯა - ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება

"რატომ არ გვაცდით ჩვენი ანგელოზი შვილის დატირებას?!" - გიორგი შაქარაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს