ავტორი:

პირველი ქართველი ქალი UFC-ში - ლიანა ჯოჯუას ტრიუმფი და ხელმოტეხილი მეტოქე

პირველი ქართველი ქალი UFC-ში - ლიანა ჯოჯუას ტრიუმფი და ხელმოტეხილი მეტოქე

ქართველმა მებრძოლმა ლიანა ჯოჯუამ დღეს, 16 ივლისს, UFC-ის "მებრძოლთა კუნძულზე" გამარჯვება მოიპოვა. მან მოწინააღმდეგე დიანა ბელბიცე პირველივე რაუნდში მტკივნეული ილეთით დაამარცხა. ილეთის გაკეთების დროს დიანას მოწინააღმდეგე არ ნებდებოდა და თავის დაღწევის მცდელობაში ხელი მოსტეხა. ჯოჯუამ პრესკონფერენციაზე რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

"ძალიან მინდოდა მოწინააღმდეგის მონახულება, მაგრამ ვერაფერი მოვასწარი. ჩემი ნივთებიც ვერ ავიღე ჯერ. ბრძოლის შემდეგ დეინა უაითი მოვიდა ჩემთან და მომილოცა. ეს ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო იყო. შემდეგ უამრავი ინტერვიუ ჩაწერეს. მინდა მოვინახულო მოწინააღმდეგე.

არასდროს მქონია სურვილი, ვინმეს ასეთი ტკივილი მივაყენო და რამე მოვტეხო. ვიმედოვნებდი, რომ მალე დამნებდებოდა, მაგრამ არ დამნებდა და შედეგად ხელი მოსტყდა.

წონითი კატეგორიის შეცვლა დადებითად აისახა. აქამდე, ფაქტობრივად, მონსტრებს ვხვდებოდი. ისინი ჩემზე ბევრად დიდები იყვნენ. ახლა, როგორც თევზი წყალში, ისე ვარ", - აცხადებს ლიანა ჯოჯუა.

"მადლობა გულშემატკივრობისთვის! ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, მადლობა ყველას, ვინც მომზადებაში მეხმარებოდა! მსოფლიოსთვის ამ რთულ პერიოდში სულ ერთი თვე მქონდა მოზადებისთვის, ვერ წარმოიდგენთ რამხელა ზალისხმევა და რამდენი შრომა დამჭირდა, რომ ამ დროშო ჩავტეულიყავი", - წერს "ფეისბუქზე" გამარჯვების შემდეგ ლიანა ჯოჯუა.

25 წლის ლიანა ჯოჯუა მოსკოვში შერეული ორთაბრძოლების საჩემპიონო ქამრის მფლობელი, პირველი ჩემპიონი ქალია. ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში - MMA-ში მოხვედრის შემდეგ შერეულ საბრძოლო ხელოვნებას დაეუფლა. რინგზე "ღამის კოშმარი" მარინა მახნატკინა გამოიწვია და დაამარცხა კიდეც. "ქართველი მგელი" - ასე ეძახიან ლიანას და მასაც მოსწონს ეს მეტსახელი. ყოველი ბრძოლის წინ პირჯვარს იწერს, გამარჯვების შემდეგ კი - საქართველოს გაუმარჯოსო, ომახიანად დასძახებს ხოლმე.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" 2 წლის წინ გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"20 წლის მანძილზე სულ ორჯერ ვიყავით საქართველოში, მაგრამ ქართული მაინც ვიცი. ანბანი დედამ მასწავლა. მამას დამსახურებაა უფრო მეტად, რადგან გვთხოვდა, სახლში ყოველთვის ქართულად გველაპარაკა. მამაჩემი მეგრელია, მარტვილის რაიონი დან, დედა კი ღამბაშიძეა გვარად, სურამიდან..."

"ყოველთვის სიმართლის მხარეს ვიყავი და თუ ვინმეს აწყენინებდნენ, ვეხმარებოდი. ამხანაგს დედამისზე რაღაც არასასიამოვნო უთხრეს, მე გამოვესარჩლე და კამათის დროს საჭიდაო ილეთის გამოყენებით ძირს დავაგდე. იმათ საჩივარი დაწერეს... თავიდან ჩემი გადაწყვეტილების გამო მშობლები გაგიჟებულები იყვნენ, უარს მეუბნებოდნენ, ახლა კი მგულშემატკივრობენ და ამაყობენ კიდეც..."

"ზოგჯერ კი მეცოდებიან ხოლმე, მაგრამ ჩხუბში ვერავის დაინდობ. თუ შეიცოდებ, აქეთ გაგლახავენ და დაიმტვრევი. ერთხელ დედამ მითხრა, - ვაიმე, ცოდოა, როგორ ურტყამდიო. დედიკო, მე გამლახავდა, რომ შემცოდებოდა-მეთქი. აი, მწარედ რომ მხვდება, მაგ დროს უფრო ვბრაზდები, თითქოს "ვიქოქები", ძალა მემატება. ბიჭის გამბედაობა მაქვს, მებრძოლი ხასიათის ვარ..."

"შევხვდი ძალიან მაგარ გოგოს - მარინა მახნატკინას. მარინა მსოფლიო ჩემპიონია ექვსჯერ სამბოში, რუსეთის კი - 11-ჯერ. ერთი სიტყვით, ყველაზე ტიტულოვანი და ძლიერი სპორტსმენია ქალებში. პირველ რაუნდშივე უგებდა ყველას და დამაინტერესა, ვინ იყო. გამოვიძახე ჩხუბში... მახნატკინასი იმდენად ეშინოდათ, რომ ვიდრე ბრძოლას დაიწყებდნენ, ფსიქოლოგიურად უკვე დამარცხებულები იყვნენ. ძალიან მტკივნეული დარტყმები ჰქონდა, პარტერში კარგად ჭიდაობდა და ვიდრე მეტოქეები რამე ილეთს გააკეთებდნენ, უკვე წაგებული ჰქონდათ. ბოლომდე მაინც იბრძოლონ-მეთქი, მიკვირდა. ამიტომაც გაუკვირდა, თვითონ რომ გამოვიწვიე, - ყველას ეშინია და როგორ გამიბედაო?.."

"ხუმრობით ყველა ბიჭი მეუბნება, გვეშინიაო, მაგრამ არ შემიმჩნევია რომ ამის გამო ერიდებოდნენ ჩემთან ურთიერთობას. ბევრი მწერს, შენნაირ ცოლს არ მოვიყვან, რა კარგია, რომ არ გიცნობ, თორემ ათჯერ გამლახავდიო და ა.შ. ბევრს გაცნობა უნდა. ამას ყველაფერს ხუმრობით მწერენ, თორემ კაცი მაინც ძლიერია, როგორ ვაჯობებ? თუმცა, ერთხელ კი ვცემე ვიღაც რუსეთში..."

"ლუკა სირაძეს წესი ავუგეთ, მაგრამ თუ ვინმე დაგვარწმუნებს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, დღეიდან სხვანაირად უნდა მოვიქცეთ" - მეუფე ნიკოლოზი

პურზე ფეხებით მდგომი მამაკაცი "იფქლის" თანამშრომელი არ არის - კომპანიის განმარტება "ფეისბუქზე" გავრცელებულ ფოტოებზე

ძაღლის მიერ დაგლეჯილი ქალის ამ დრომდე მძიმეა - "იმყოფება მართვით სუნთქვაზე"