ავტორი:

სემეკმა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესები დაამტკიცა

სემეკმა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესები დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესები დაამტკიცა. წესები ვრცელდება ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში მოქმედ ოპერატორებზე. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების განცალკევების მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლს სემეკი განახორციელებს.

განცალკევების ვალდებულება ეკისრებათ ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ ენერგეტიკულ საქმიანობას. წესების მიხედვით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელიც ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილია, სულ მცირე, სამართლებრივი ფორმის, ორგანიზაციული მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, დამოუკიდებელი უნდა იყოს სხვა ისეთი საქმიანობისგან, რომელიც განაწილების საქმიანობას არ უკავშირდება.ვერტიკალურად ინტეგრირებულმა საწარმოებმა განცალკევება უნდა განახორციელონ მიმდინარე წლის ბოლომდე.

წესები არ ვრცელდება ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ საწარმოებზე (საწარმო, რომელიც ენერგეტიკული საქმიანობის გარდა ახორციელებს სხვა არაენერგეტიკულ საქმიანობას) ასევე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია განცალკევების ვალდებულება არ შეეხოს იმ ვერტიკალურად ინტეგრირებულ ენერგეტიკულ საწარმოს, რომელიც ქსელთან მიერთებულ 100 000-ზე ნაკლებ მომხმარებელს ემსახურება.

წესების მიხედვით, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში დადგინდება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების სავალდებულო კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმებთან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შესაბამისობა. განისაზღვრა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისობის პროგრამის შემუშავებასთან, დანერგვასთან, წარდგენასთან, მიღებასა და გამოქვეყნებასთან, ასევე, შესაბამისობის ოფიცრის საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესების მიღება განპირობებულია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების საფუძველზე. წესები შემუშავებულია ევროპული რეგულაციებისა და დირექტივების სრული დაცვით.

ოჯახის განცხადებით, 10 თვის ბავშვი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, სავარაუდოდ, მოწამლულია - "საზამთრო, ნესვი, პომიდორი და ძეხვი ჭამა"

რამდენ ხანს უნდა გყავდეთ ბავშვი კურორტზე და რა უნდა გაითვალისწინოთ დასასვენებელი ადგილის შერჩევისას - პედიატრის რჩევები მშობლებს

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"