ავტორი:

"დავიღალე ბულინგით, თუ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა" - სალომე ზურაბიშვილი

"დავიღალე ბულინგით, თუ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა" - სალომე ზურაბიშვილი

დავიღალე თქვენი, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით, ჩემს მიმართ, - ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"მინდა გითხრათ ერთი რამ, დავიღალე თქვენი, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით, ჩემ მიმართ. თუ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა. თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემაა. მცდელობა, მე გამასაღოთ პრომოძალადედ, არის ძალიან სასაცილო, რომ არ იყოს სატირალი. მე არ მითქვამს, რომ ერთი-ერთზე ძალადობა კარგია, არ მითქვამს ჩხუბი, ვთქვი რომ ერთი-ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი, საუბარი, სიყვარული, ალბათ, არ იცით. არ მითქვამს არც ჩხუბი, არც გარჩევა. მე ვთქვი, რომ ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში, ჯგუფურ ძალადობაში. ვაჟკაცობა აღიარებაში და მონანიებაშია"-განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა " მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ჯგუფური ძალადობა არის მიუღებელი, არაქართული - კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობაა აღიარება და მონანიება“.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"საარჩევნო ცვლილებები შეუძლია მიიღოს "ოცნების" 90-მა დეპუტატმა, არცერთი ელისაშვილი და ღობეგლეჯიაშვილი დამატებით არ სჭირდება" - ლაგაზიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"