ავტორი:

რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ საზამთრომ და ნესვმა არ მოგწამლოთ - "თუ ეს ზოლი ყვითელი ფერისაა, ნიშნავს რომ დაბინძურებულია ნიტრატებით"

რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ საზამთრომ და ნესვმა არ მოგწამლოთ - "თუ ეს ზოლი ყვითელი ფერისაა, ნიშნავს რომ დაბინძურებულია ნიტრატებით"

ექიმი-ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე იმ პროდუქტებზე საუბრობს, რომლებიც ზაფხულის პერიოდში აქტუალურია და შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს. ამ თემაზე ექიმმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის თემაში" ისაუბრა.

იმისთვის, რომ ზაფხულის მთავარი პროდუქტებით - საზამთროთი და ნესვით მოწამვლა ავიცილოთ თავიდან, აუცილებელია რამდენიმე რჩევის გათვალისწინება. მაგალითად, ვიზუალური დათვალიერებისას ერთ-ერთი მთავარი რჩევაა, უზარმაზარი საზამთრო არ შეიძინოთ - მასში ნიტრატების შემცველობა ბევრად მაღალია. საშუალო და პატარა ზომის საზამთროები ამ თვალსაზრისით, შედარებით უვნებელია.

"საზამთრო, ისევე როგორც ყველა სეზონური ხილი, აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. მისი კვებითი ღირებულება, დიდი რაოდენობით ც ვიტამინი, კალიუმი, საკმაოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან რთულია გავარჩიოთ, რამდენადაა დაბინძურებული საზამთრო ნიტრატებით, სანამ არ გავჭრით. როცა, ის არ არის ახალი და საღი, არ უნდა მივირთვათ და ნუ დაგვენანება ნაყიდი და გაჭრილი საზამთრო, თუ არ გამოიყურება სასარგებლოდ, არ მიირთვათ.

ყურადღება უნდა მივაქციოთ ფერს. საზამთროს გაჭრის შემთხვევაში, მისი წითელი და თეთრი საზღვარი რაც არის, იქ აუცილებლად უნდა იყოს თეთრი ფერი და არა ყვითელი, რადგან ყვითელი ფერი ნიშნავს, რომ ის დაბინძურებულია ნიტრატებით, მოყვანილია სასუქით, რომელიც მალე ამწიფებს საზამთროს. ყიდვის დროს, ხელში შეგიძლიათ სინჯოთ, საზამთრო არ უნდა იყოს ძალიან მსუბუქი, გაჭრილის შემთხვევაში კი ყვითელი ზოლი არ უნდა ჰქონდეს თეთრის ნაცვლად და საზამთროს წითელ ნაწილს თეთრი ზოლები არ უნდა დაჰყვებოდეს.

როცა ხელოვნურად დაჩქარებულია დამწიფების პროცესი, ეტყობა ხოლმე შიგნიდან - ან ზედმეტად გადამწიფებულია, ან იკეთებს ღრმულს. მაგალითად, ნესვის შემთხვევაში, მის შიგნით არსებულ თესლსა და რბილობს შორის დიდი დაშორება არ უნდა იყოს, როცა ნიტრატებით სწრაფად იზრდება და მწიფდება ის, მაშინ რჩება სიცარიელე.

ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურია მწვანილისა და ხილის მიღება, რომლებიც ვიტამინების დიდ მარაგს წარმოადგენენ, მათი არასწორად მოხმარება კი შეიძლება სხვადასხვა დაავადების წყარო აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ, მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გამდინარე, სანდო ხარისხის წყლით გულდასმით უნდა გაირეცხოს, რაც შეეხება ხილს, სასურველია, ის გამდინარე წყლით გაირეცხოს.

"რემდესივირის" 10 000 ფლაკონი უკვე თბილისშია - თენგიზ ცერცვაძე

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები - შეთავაზებული ტერიტორიები, სადაც კარვები უნდა გავშალოთ, ჩვენთვის მიუღებელია

როგორი ამინდი გველის ზაფხულის ბოლომდე: "ზოგიერთ რეგიონში 40 გრადუსამდე დაცხება" - სეზონის გრძელვადიანი პროგნოზი