ავტორი:

„მაკულიტერატურის“ უპრეცედენტო აქცია რეგიონებში იწყება

„მაკულიტერატურის“ უპრეცედენტო აქცია რეგიონებში იწყება

„მაკულიტერატურის“ უპრეცედენტო აქცია, რომლის ფარგლებშიც, 1 კგ = 1 ლარის ღირებულების წიგნს, რეგიონებში იწყება.

აქცია 19 და 20 ივლისს რუსთავში, ხოლო ქუთაისში 19, 20 და 21 ივლისის განმავლობაში იმოქმედებს. აქცია ეტაპობრივად მოიცავს საქართველოს სხვა ქალაქებსაც.

ამ აქციის ფარგლებში, არ გამოიყენება ნერგი ბარათზე დაგროვებული ქულები. მომხმარებელს ადგილზევე,მიტანილი მაკულატურის სანაცვლოდ, გადაეცემა სპეციალური კუპონი, რომელიც სასურველ წიგნებში გადაიცვლება.

წიგნების სიის სანახავად, გადადით ბმულზე:

„მაკულიტერატურა“ გამომცემლობა „პალიტრა L“-ის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია, რომელიც 2012 წლიდან ზრუნავს ბუნებასა და ეკოლოგიაზე, თავის მკითხველს კი ასევე გარემოზე ზრუნვის სანაცვლოდ განახლებულ ბიბლიოთეკასა და საუკეთესო გამოცემებს სთავაზობს.

"პროექტის მიზანია, შევინარჩუნოთ გარემო. უამრავიგამოუსადეგარი ქაღალდი, ჟურნალი, გაზეთი, წიგნი გროვდება სახლში, ბიბლიოთეკებში, მეორეული ქაღალდი კი გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას. წიგნის მოყვარულებს ეძლევათ საშუალება, გაცვალონ უსარგებლო მაკულატურა მათთვის სასურველ და საინტერესო წიგნებში და ამით თავიანთი წვლილი შეიტანონ გარემოს დაცვაში", - მარიამ აბდუშელიშვილი, გამომცემლობა "პალიტრა L-ის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

მაკულატური ჩაბარება, აქციის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

მისამართები და საკონტაქტო ინფორმაცია:

რუსთავი, მე-16 მიკრო რაიონი, მე-7 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, ენერგოპროს გვერდით.

ტელ: 032 219 60 13; 219 60 53

ქუთაისი, ავეჯის კომბინატი,სულხან-საბას 2/ გუგუნავას 5.

ტელ: 0322 19 60 13 : 219 60 53

"მაკულიტერატურის" უპრეცედენტო აქცია ქუთაისში გრძელდება

ტესტი: "ფენიქსის" რომელი ხაზი უნდა წაიკითხო

"წიგნი სოფელსა და ბავშვობაზე, როგორც უმიზეზო სიხარულების დროზე" - "სხვა გურული დღიურები" უკვე წიგნის მაღაზიებშია