ავტორი:

თბილისში ძაღლმა 67 წლის ქალი დაგლიჯა - ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება

თბილისში ძაღლმა 67 წლის ქალი დაგლიჯა - ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება

თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ძაღლი ქალს თავს დაესხა. ინფორმაციას და შემთხვევის ამსახველ კადრებს "რუსთავი 2" ავრცელებს. როგორც კადრებიდან ირკვევა თავდასხმის დროს ადგილზე მყოფები ქალისგან ძაღლის მოშორებას უშედეგოდ ცდილობდნენ, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მამაკაცმა ძაღლს იარაღიდან ესროლა.

67 წლის ქალბატონს, რომელსაც მძიმე დაზიანებები აქვს, ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება მძიმედ, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, ჰემოდინამიკა არის არასტაბილური, უტარდება ყველა ის ღონისძიება რაც საჭიროა. ყველაზე დიდი ჭრილობა, რომელიც ქალბატონს მიყენებული აქვს კბენის შედეგად ეს არის თავი და სახის მიდამო, სადაც ჩატარდა ყბა-სახის ქირურგების მიერ ოპერაცია. ასევე არის მუცლის ჭრილობაც, მაგრამ მუცლის ღრუ ამ დაზიანების გარეშეა.

ორივე ქვემო კიდურზე არის მიღებული ჭრილობა. ერთადერთი ყველაზე მძიმე კატეგორიად ფასდება, როდესაც არის თავ-კისრის არეში მიყენებული ჭრილობა. ჩატარდა ოპერაცია, აღდგენილ იქნა ქსოვილი, ვნახოთ როგორ წავა მდგომარეობა," - ამბობს "კურიერთან" საუბრისას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი.

"თამარის მეგობარმა დაკრძალვის შემდეგ მითხრა, რომ თამარმა 3-ჯერ სცადა თვითმკვლელობა" - ბაჩანა ლობჟანიძე

"თავიდან ქალბატონმა თეონამ "ფეისბუქზე" მომწერა, ვიცნობდი, თუ არა მის შვილს... არც საცოდავი ვარ, არც მოგზავნილი" - ბაჩანა ლობჟანიძე

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საცოლის დაბადების დღე გერმანიაში, მის დაქალებთან ერთად აღნიშნა - ფოტოები წვეულებიდან