ავტორი:

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ტრაილერი 77 წლის მამაკაცს დაეჯახა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ტრაილერი 77 წლის მამაკაცს დაეჯახა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ხაშურის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი ქვეითს დაეჯახა, რომელიც გზაზე გადადიოდა.

დაშავებული 77 წლის მამაკაცი ,,გორმედის" ქსელის ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, ავტოავარიის შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

როგორია Covid-19-ით ინფიცირებული 10 თვის ბავშვის მდგომარეობა - მარინა ეზუგბაია ახალ შემთხვევებზე

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - stopcov.ge-ის 17 ივლისის მონაცემები

ბათუმში, ზღვაში 15 წლის ბიჭს ეძებენ