ავტორი:

"იგეგმება ექსპერიმენტის ჩატარება, რომელში მონაწილეობას იაკობ ბრეგვაძეც მიიღებს" - ადვოკატი

"იგეგმება ექსპერიმენტის ჩატარება, რომელში მონაწილეობას იაკობ ბრეგვაძეც მიიღებს" - ადვოკატი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ექსპერიმენტის ჩატარება იგეგმება, რომელშიც მონაწილეობას მისი დაცვის ქვეშ მყოფიც მიიღებს.

როგორც ჭკადუამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია, როდის ჩატარდება აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტი, თუმცა ამისთვის წვიმიანი ამინდია საჭირო.

"ჩვენ საქმის კურსში არ ვართ ექსპერიმენტში მონაწილეობას ვინ მიიღებს. ალბათ, ყველა ფიგურანტს ცალ-ცალკე გაიყვანენ, კოლექტიურად ეგ არ ხდება. არ ვიცი, ზუსტად როდის ჩატარდება ექსპერიმენტი. ეს რომ ჩატარდეს უნდა წვიმდეს, რადგან მაშინ წვიმიანი ამინდი იყო", - განაცხადა ჭკადუამ.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

"მინდა მივმართო შაქარაშვილის ოჯახს, ჩემი ცხოვრებაც ისევე დამთავრდა, როგორც გიორგისი" - ანა გაბეჩავა

"ჩემს დაბადების დღეზე არ მინდოდა, მეგობრებს შორის კამათის დროს პოლიციისთვის დამერეკა" - როგორ იხსენებს ანა გაბეჩავა საბედისწერო ღამეს

ანი გაბეჩავას გამოკითხვა დასრულდა - რა კომენტარი გააკეთა შაქარაშვილის საქმის მოწმემ ჟურნალისტებთან