ავტორი:

"ძაღლის პატრონი თვეებია სასჯელს იხდის... ქალმა პარკი აუქნია და ბავშვს საბელზე ხელი გაეშვა" - წინამძღვრიშვილზე მომხდარი ამბის დეტალები

"ძაღლის პატრონი თვეებია სასჯელს იხდის... ქალმა პარკი აუქნია და ბავშვს საბელზე ხელი გაეშვა" - წინამძღვრიშვილზე მომხდარი ამბის დეტალები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, ძაღლის მიერ დაგლეჯილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. როგორც მან AMBEBI.GE-ს განუცხადა, პაციენტს მრავლობითი სახის დაზიანებები აღენიშნება.

„ოპერაციები ჩაუტარდა, თუმცა მისი ჯანმრელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ორივე ლოყაზე აქვს დაზიანებები, ასევე კისრის, გულმკერდისა და მუცლის არეში“, - განაცხადა ტურძელაძემ.

შემთხვეას სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. "ცხოვლეთა უფლებების კომიტეტი" "ფეისბუქზე" ანანო ვარძიაშვილის პოსტს აქვეყნებს:

"ყველამ იცით ალბათ პიდბულის ამბავი ზოგმა სწორად, ზოგმა არასწორად. ძალიან დიდი თხოვნით მოგმართავთ ყველას, რომ ოჯახის მიმართულებით აგრესია შეწყვიტოთ, ვინც არ იცით მდგომარეობა. ბენის პატრონი, სამწუხაროდ, ნახევარ წელიწადზე მეტია სასჯელს იხდის, აგრეთვე ოჯახმა კიდევ ერთი ოჯახის წევრი დაკარგა (ვუსამძიმრებ ოჯახს). ძაღლი დარჩა პატრონის გარეშე, უვლიდა ამ ბიჭის დედა და მისი საძმაკაცო, ძაღლი არ იყო აგრესიული არასდროს ადამიანების მიმართ (იყო აგრესიული ცხოველების მიმართ, ქუჩაში მეტისებს არ ერჩოდა სხვანაირი ხასიათი აქვთ მეტისებს და ძაღლები გრძნობენ, პატრონიანი ძაღლები დიდად გულზე არ ეხატებოდა). ადამიანი (ქალი მსჯავრდებულის დედა), რომელიც ბენის უვლიდა საკმაოდ რთული პერიოდი ჰქონდა ისედაც და ძაღლის მოვლის, აღზრდის და ასე შემდეგ დრო და სიტუაცია არ ქონია, ამიტომ ეს ითავეს ოჯახის ახლობლებმა, ბიჭებმა...

მაგ დღეს, როცა ეგ ფაქტი მოხდა, ძაღლი კიბეებზე ჩამოყავდა პატარა ბავშვს საბელით, იქიდან გამომდინარე, რომ არასდროს არავის მიმართ არ ქონია აგრესია ძაღლს. არავის წარმოედგინა, რომ მსგავსი ფაქტი მოხდებოდა. ბენი მანდ მთელი თავისი ცხოვრება ცხოვრობდა და მსგავსი ფაქტი არავის ახსოვს, ბავშვთან ერთად რომ ჩამოდიოდა კიბეებზე, ქალმა პარკი აუქნია და ბავშვს საბელზე ხელი გაეშვა, რაც ტრაგიკულად დასრულდა.

არავის არ ვამართლებ, მაგრამ ეს არ ყოფილა არანაირი განზრახული ქმედება ან რამე ეგეთი, ეს იყო უბრალო შემთხვევითობა, რაც ფატალურად დასრულდა. ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავეთ ოჯახის ლანძღვისგან, არავის არ გაქვთ ამის უფლება, როცა არ იცით, ზუსტად რა როგორ მოხდა. მე არ ვიცი ძაღლი ბავშვთან ერთად რომ იყო და საფრთხე იგრძნო ბავშვის მიმართულებით, მაგიტომ ქონდა ეგეთი რეაქცია, თუ რა მოხდა, მაგრამ ფაქტი იყო ის, რომ პატრონი და ასე შემდეგ ამ ამბავთან არაფერ შუაშია. ამხელა ძაღლი, ვიცი, რომ ბავშვს არ უნდა ეჭიროს, მაგრამ მისი მოვალეობა იყო, რომ ბენი უბრალოდ ვერანდიდან სახლში ჩაეყვანა.

პატრონი ბენის დიდი ხანია აღარ უნახავს და კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვთ ყველას, რომ თავი შეიკავეთ ისედაც განადგურებული ოჯახის ლანძღვისგან! და ნუ თხოვთ ადამიანებს იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლიათ. ბენი იყო ძაღლი, რომელიც უსაბელოდ გარეთ არავის გაყავდა და არც ეს იყო გამონაკლისი, უბრალოდ ძაღლს კიბეები უნდა ჩაევლო და ჩასულიყო ვერანდიდან სახლში და ამ დროს არასწორ და შეუსაბამო ადამიანს (ბავშვს) ეჭირა და შემთხვევით ხელი გაეშვა.

ყველას ყველაფერში სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ წინასწარმეტყველები არ ვართ, რომ ესეთი ყოვლად მოულოდნელი ფაქტები ვიწინასწარმეტყველოთ. ეს არის რეალური ისტორია და ვინ როგორ გაიგებთ და გაითვალისწინებთ, ეგ უკვე თქვენი გადასაწყვეტია.

რახან ჩემი პოსტი ზოგმა არასწორად გაიგო აქვე ვარედაქტირებ: დაზარალებული ქალი იყო მეზობელი, ბენის ბავშვობიდან იცნობდა, პარკში არსებული ინფორმაციით ჰქონდა თავისივე ძაღლისთვის განკუთვნილი საჭმელი რაზეც ძაღლი გაიწია ინსტინქტურად ქალმა პარკი მოიქნია, რამაც გამოიწვია ძაღლის გაღიზიანება. (ძაღლს ძალიან ბევრი გამაღიზიანებელი ფაქტორი ჰქონდა - 1. ბავშვი (რომელსაც ინსტინქურად იცავდა) 2. საკვები 3. აქნეული პარკი, რომელიც ძაღლმა ან აგრესიულად მიიღო ან თამაშით და დაზარალებულს შეეშინდა და შემდეგ კადრებშიც ჩანს, რომ უკვე "რესკად" ცდილობდა ძაღლის მოშორებას და ეს უკვე აგრესიად მიიღო ძაღლმა. !!!!!!! არცერთი მხარე არარის ჩვენი განსასჯელი!!!! ორივე მხარე არის უკიდურეს მდგომარეობაში !!! (ძაღლი იმყოფებოდა თავისი სახლის კიბეებზე იტალიურ ეზოში, ეს არ მომხდარა არც სკვერში, არც ქუჩაში, არც ვინმესთან სტუმრად", - წერს ანანო ვარძიაშვილი.

ცნობისთვის, თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ძაღლი 67 წლის ქალს თავს დაესხა, რის შემდეგაც ის მძიმე მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. პაციენტი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შემთხვევის ამსახველი კადრები "რუსთავი 2"-მა გაავრცელა. როგორც კადრებიდან ირკვევა, თავდასხმის დროს ადგილზე მყოფები ქალისგან ძაღლის მოშორებას უშედეგოდ ცდილობდნენ, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მამაკაცმა ძაღლს იარაღიდან ესროლა.

ია ფარულავას კაბა მოპარეს? - "გვიან აღმოვაჩინე, რომ შეკვრას აკლია ქვედა ბოლო...მოიპარეს დაცვის ბუტიკიდან"

"ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული, ამის დაწერა უკიდურესმა აუცილებლობამ მაიძულა" - კობა დავითაშვილი სახელმწიფოს დახმარების თხოვნით მიმართავს

"სხვა შეგრძნებაა როცა იგებ, რომ უცხო ადამიანები ზრუნავენ შენზე" - რას წერს ანიტა ფაცაციას დედა შსს-ში დასაქმების შემდეგ