ავტორი:

ვინ იყო ქუთაისში სასტიკად მოკლული 30 წლის ქალი

ვინ იყო ქუთაისში სასტიკად მოკლული 30 წლის ქალი

ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში ყელგამოჭრილი ნახეს, 30 წლის ელისო ჩეჩელაშვილია. შემზარავი ტრაგედია 18 ივლისს, გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. 30 წლამდე ქალი სახლში ცივი იარაღით მოკლული იპოვეს.

მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. გარდაცვლილი ელისო ჩეჩელაშვილის ცხედარი ექსპერტიზიდან უკვე გადაასვენეს ოჯახში.

ოჯახის ახლობლების თქმით, მათ მომხდართან დაკავშირებით დეტალები არ იციან, თუმცა ამბობენ, რომ რამდენიმე ვერსია განიხილება. მათი თქმით, სხეულს მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება.

"არ ვიცით, რა მოხდა შემთხვევის ადგილზე, არც სავარაუდო მკვლელის შესახებ ვიცით რამე. რამდენიმე თვის წინ გადავიდა იმ ბინაში, მეგობართან ერთად. ის გოგო იმ საღამოს მუშაობდა და ბინაში არ იყო. მთელი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულია, გარდაცვლილს რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება, მათ შორის სახის არეში. მოტოვი არ ვიცით. ჯერ ჩვენ არ გავცნობივართ საქმის მასალებს, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ბევრი მტკიცებულებაა ადგილზე, რაც გამოძიებას დაეხმარება. ელისოს კონფლიქტი არავისთან ქონია, კეთილი ადამიანი იყო ძალიან და ამიტომ არ ვიცით, რა შეიძლება მომხდარიყო, ეჭვიც არ გვაქვს, ვინ შეიძლება ყოფილიყო ", - აცხადებენ ახლობლები.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი მეუღლეს გაშორებული იყო. მას 12 წლის გოგონა დარჩა.

მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს. პოლიციამ უკვე გამოკითხა გარდაცვლილის მეზობლები. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ქალი შველას ითხოვდა და ყვიროდა, თუმცა ადგილზე სამაშველო დაახლოებით ორი საათის მერე გამოიძახეს. მათ კარი გააღეს და ქალი გარდაცვლილი დახვდათ.

"მოძღვარი იყო მოსული რომელმაც თქვა, რომ თვითმკვლელობის არ მჯერაო" - 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ახლობელი

"უცნაურია თვითმკვლელობის ვერსიაზე ფიქრი... იქნებ მიიყვანეს ამ გადაწყვეტილებამდე" - რას ჰყვებიან მეგობრები თამარ ბაჩალიაშვილზე

რა ვითარებაა ლილო მოლში, სადაც კოვიდინფიცირებულები მუშაობდნენ