ავტორი:

ოლიმპიური ჩემპიონი და ექსდეპუტატი ზვიად ზვიადაური დაჭრეს - რა მოხდა ახმეტაში?

ოლიმპიური ჩემპიონი და ექსდეპუტატი ზვიად ზვიადაური დაჭრეს - რა მოხდა ახმეტაში?

ახმეტაში ყოფილი დეპუტატი, ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური დაჭრეს. ადგილობრივები მომხდარის შესახებ არ ლაპარაკობენ, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, შემთხვევა სუფრასთან მოხდა, სადაც ზურაბ ზვიადაურსა და ერთ პირს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას დანაშაული მოჰყვა - ცივი იარაღით მკერდის არეში დაჭრეს ზვიადაური და მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი.

ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი მხარეებს შორის წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდება. ორივე დაშავებული ახმეტის რაიონულ სავადმყოფოშია მოთავსებული.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ. პოლიციას სავარაუდო ბრალდებული იდენტიფიცირებული ჰყავს. მომხდარზე გამოძიება 117 -ე მუხლით დაიწყო.

"ეჭვი მეპარება შურისძიებაზე - არანაირ ციხის ბუნტში არ იღებდა მონაწილეობას" - ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი

არაოფიციალური ინფორმაციით, ავჭალაში მოკლული მამაკაცი ე.წ. ციხის ბუნტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვალერიან ნემსიწვერიძეა

"პირი, ვისაც ავჭალაში ესროლეს, გაჩერებულ ავტომანქანაში იმყოფებოდა" - რას ყვება შსს-ს წარმომადგენელი