ავტორი:

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - stopcov.ge-ს უახლესი მონაცემები

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - stopcov.ge-ს უახლესი მონაცემები

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1039-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 1-ით გაიზარდა და 900-ს შეადგენს.

ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ერთ-ერთი აჭარაში გამოვლინდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მამაკაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ინფიცირებული მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბოლო მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 8 პაციენტი მკურნალობს, მათი უმრავლესობა სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

ექიმების ინფორმაციით, ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ცნობისთვის, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5687 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 232.

"4 ოპერაცია ჩაუტარდა" - როგორია 3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევაა - Stopcov.ge-ს განახლებული მონაცემები და ვითარება გარდაბანში

სვანეთში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო