ავტორი:

როგორ გამოიყურება კერძო სახლი წყნეთში, რომელიც 6.122 მლნ ლარად იყიდება - ნახეთ ფოტოები

როგორ გამოიყურება კერძო სახლი წყნეთში, რომელიც 6.122 მლნ ლარად იყიდება - ნახეთ ფოტოები

წყნეთში იყიდება სახლი, რომლის ღირებულება 6 122 800 ლარს (2 000 000 დოლარი) შეადგენს.

როგორც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის საერთო ფართობი 951 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი - 793 კვ.მ. ამასთან, ვილას აქვს 14 ოთახი, აქედან 5 საძინებელი.

განცხადების მიხედვით, კერძო სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს სამთავრობო აგარაკების ზონის მიჯნაზე, მას აქვს პირდაპირი წვდომა ამ ზონის მრავალჰექტრიან საპარკო სივრცესთან.

„სახლი იყიდება საკუთარი ეზოთი, საცურაო აუზით, რომელსაც აქვს წვდომა სახლის შიდა ფართში მდებარე გასახდელი და საშხაპე ოთახიდან. სახლს გააჩნია 8 ავტომობილზე გათვლილი საკუთარი ავტოფარეხი. განთავსებულია 5 საძიენებელი ოთახი, საკუთარი სანკვანძებით. აქედან სამი საძინებელი დუპლექსური ტიპისაა, დამოუკიდებელი მისაღები ოთახით, საძინებლით, აივნითა და სველი წერტილებით. სახლში კიდევ ერთი მთავარი და ერთიც სტუმრის მისაღები საძინებელია. სახლს 2 სამზარეულო, ბიბლიოთეკა, კაბინეტი, გარდერობი, მისაღები სივრცეები, 9 სველი წერტილი, 2 ბუხარი, 1 ტერასა (90 კვ. მეტრი) და 5 აივანი აქვს. სახლის ინტერიერსა და ექსტერიერში გამოყენებულია ბრინჯაოს ნაკეთობები,“-აღნიშნულია განცხადებაში. ნახეთ მეტი ფოტო

შემოსავლების სამსახური 300-ლარიან კომპენსაციებზე განმარტებას ავრცელებს

"ეს დოკუმენტი განსაზღვრავს, თუ როგორი იქნება ქვეყანა 1 წლის შემდეგ" - პრემიერი ბიუჯეტის მიზნებსა და ბიზნესისა და სოციალური მხარდაჭერის მე-4 ტალღაზე

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეიდან იწყება - რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა?