ავტორი:

დღეიდან ღია სივრცეში ქორწილისა და სხვა სარიტუალო ღონისძიებებისთვის  100-მდე ადამიანის თავშეყრა ნებადართულია

დღეიდან ღია სივრცეში ქორწილისა და სხვა სარიტუალო ღონისძიებებისთვის  100-მდე ადამიანის თავშეყრა ნებადართულია

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ა ღია სივრცეში სოციალური ღონისძიებების (მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, რიტუალური ღონისძიებები და ა.შ.) ჩატარება დასაშვები გახდა, დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

საბჭომ გასულ კვირას უკვე დაუშვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ღია სივრცეში, ასევე ნებადართული გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1039 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 900 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 16 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5534 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 267 პირი.

ტყიბულში, 65 წლის მეშახტემ, დირექტორის კაბინეტში, ვენები გადაიჭრა

ბოლო რამდენიმე წელია კალიების ასეთი შემოსევა არ ყოფილა - "უკვე იმდენია, მე-15 სართულზეც კი შემოდიან"

12 სიმბოლური ადგილი ბათუმში საუკეთესო ფოტოების გადასაღებად