ავტორი:

თუ წელს ბავშვებმა წიგნები ვერ მიიღეს, ეს იქნება პირველი და უპრეცედენტო შემთხვევა... - მოსწავლეები შესაძლოა სახელმძღვანელოების გარეშე დარჩნენ!

თუ წელს ბავშვებმა წიგნები ვერ მიიღეს, ეს იქნება პირველი და უპრეცედენტო შემთხვევა... - მოსწავლეები შესაძლოა სახელმძღვანელოების გარეშე დარჩნენ!

საქართველოს განათლების სამინისტროსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სავარაუდო არასწორი გათვლების გამო, წელს სკოლის მოსწავლეები შესაძლოა სახელმძღვანელოების გარეშე დარჩნენ. ეს, ერთი მხრივ, დააზარალებს განათლების სისტემას, მეორე მხრივ კი "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ სერიოზულ პოლიტიკურ სკანდალს მიიღებს. თუმცა ყველაფერს თანამიმდევრობით მივყვეთ...

წლების განმავლობაში სახელმძღვანელოების ბეჭდვასა და მიწოდებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ შესყიდვებში, რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ხარვეზები, მაგრამ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა მთავარი საკითხი - მიიღებდნენ თუ არა ბავშვები სახელმძღვანელოებს. ჰოდა, თუ წელს ბავშვებმა წიგნები ვერ მიიღეს, ეს იქნება პირველი და უპრეცედენტო შემთხვევა მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების ვალდებულება აიღო.

წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 3 800 000 სახელმძღვანელოს ბეჭდვასა და ადგილზე მიწოდებაზე შესყიდვა გამოაცხადა. შესყიდვა გამოცხადებული იყო 8 750 000 ლარად. საბოლოოდ, კონტრაქტი გაფორმდა შპს "საქართველოს მაცნესთან", რომელმაც ამ უზარმაზარი სამუშაოს ჩატარების ვალდებულება დაახლოებით 8 500 000 ლარად აიღო. ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი წესრიგშია და მისასალმებელიცაა. სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, ეკონომია უნდა გასწიოს, განსაკუთრებით კორონაკრიზისის პირობებში, მაგრამ...

სპეციალისტების ინფორმაციით, რომელთა საქმიანობა წლების განმავლობაში სწორედ სახელმძღვანელოების ბეჭდვას უკავშირდება, "საქართველოს მაცნეს" მიერ შეთავაზებული ფასი არარეალურია. მეორეც - სპეციალისტებისვე განმარტებით, "საქართველოს მაცნეს" ქვეკონტრაქტორი პატარა წარმადობის 16 სტამბაა, რომელთაც არა აქვთ არც გამოცდილება და არც შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომ ამხელა მოცულობის დაკვეთა შეასრულონ და თანაც ხარისხიანად. ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ინფორმაცია რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა წყარომ მოგვაწოდა.

აქვე ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ წლების განმავლობაში სასკოლო სახელმძღვანელოებს ბეჭდავდა სპს კონსორციუმი - ქართული სტამბების გაერთიანება, რომელმაც მსხვილი ინვესტიციები განახორციელა სტამბების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების შესაქმნელად, რათა სახელმძღვანელოების არც ბეჭდვის ვადები დამდგარიყო ეჭვქვეშ და არც ხარისხი.

დავუბრუნდეთ წელს შექმნილ მდგომარეობას - მოკლედ, საფრთხე იმისა, რომ მოსწავლეებმა სექტემბერში სახელმძღვანელოები ვერ მიიღონ, რეალურია. კერძოდ, სპეციალისტების ინფორმაციით, თუ ვთქვათ, აგვისტოში გაირკვა, რომ შეკვეთა ვერ სრულდება, ვერც ერთი ქართული მსხვილი სტამბა ასეთ მოკლე დროში მილიონობით სახელმძღვანელოს ფიზიკურად ვერ დაბეჭდავს. იხილეთ სრულად

ბოლო 24 საათში, კორონავირუსი შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს დაუდასტურდა

რას ამბობს პატრიარქის მოსაყდრე "ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებზე რამდენიმე მეუფის დასწრების შესახებ?

25 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი