ავტორი:

"ოცნებას" პარტია რამდენად შეიძლება ვუწოდო არ ვიცი... ყველგან კენჭს იყრის ბიძინა ივანიშვილი"

"ოცნებას" პარტია რამდენად შეიძლება ვუწოდო არ ვიცი... ყველგან კენჭს იყრის ბიძინა ივანიშვილი"

ეს არის წინასაარჩევნო პროვინციული სპექტაკლი, დაბერებული მსახიობებით, წყაროსთავზე მცხოვრები რეჟისორით, მორყეული დეკორაციებით, ფსიქოპატი გამნათებლებითა და ხმის რეჟისორებით, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეფასებისას განუცხადა.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია საკმაოდ პრობლემურია, „ქართულ ოცნებას“ გარკვეული უპირატესობა აქვს.

„თვითონ მოდელი ამ ორგანიზაციის, პარტია რამდენად შეიძლება ვუწოდო არ ვიცი, არის ის, რომ ყველგან კენჭს იყრის ბიძინა ივანიშვილი. ის არის ამ პარტიის აქტივების 100%-ის მფლობელი. შესაბამისად, მისი სისტემური რესურსით ხდება ყველაფერი. „ქართულ ოცნებაში“ რეალური პოლიტიკური ფიგურების გენერაცია არ მომხდარა. იქ ხომ არავინ, გარდა ერთი კაცისა, არავინ არ არის. ოპოზიცია საკმაოდ პრობლემურია, ჯერჯერობით, საარჩევნო კამპანია ატარებს ნეგატიურ ხასიათს, ბუნებრივია ნეგატიურ არჩევნებში რესურსებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, დღეის მდგომარეობით, „ქართულ ოცნებას“ აქვს გარკვეული უპირატესობა, რაც არ გამორიცხავს ცალკეულ ანომალიებს. იგივე, ვაკეში ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით. პოლიტიკური ფიგურები, რომელზეც ლაპარაკი ღირს და აქვს საკუთარი პოლიტიკური ბიოგრაფია, საკუთარი პოლიტიკური წონა. ესეთები „ქართულ ოცნებაში“ არ არიან, ყველგან კენჭს იყრის ბიძინა ივანიშვილის რესურსები და ბიძინა პლუს გახარია,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ დღეს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისას ჰქონდა ის ტონი, როგორც სჩვევია.

„ჩვენ ხომ ყველა სათქმელი ზეპირად ვიცით. გუშინ რომ დაგერეკათ ჩემთან, სანამ წამოაყენებდნენ კანდიდატურას, აბსოლუტურად იგივე სათქმელი მექნებოდა. ეს არის წინასაარჩევნო პროვინციული სპექტაკლი, დაბერებული მსახიობებით, წყაროსთავზე მცხოვრები რეჟისორით, მორყეული დეკორაციებით, ფსიქოპატი გამნათებლებითა და ხმის რეჟისორებით, ჩვენ ვართ ის მაყურებლები, რომლებმაც ზეპირად ვიცით ყველა მიზანსცენა, ყველა ფრაზა, ყველა მოძრაობა, მაგრამ იძულებული ვართ, ამას ვუყუროთ, რადგან სხვა გასართობი ჩვენს სოფელში არ არის,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

"გარკვეულ პატივისცემას იწვევს ბოკერიას გამბედაობა, როცა ასეთი მაღალი ანტირეიტინგით შედიხარ მაჟორიტარობის ბრძოლაში" - გია ხუხაშვილი

გიგი უგულავა ზუგდიდში, გიგა ბოკერია კი - ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქებში - ვინ იქნებიან "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში

"საპარლამენტო მდუმარებაში" - 21 დეპუტატი, ვისაც 2019 წელს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით ერთხელაც არ უსარგებლია