ავტორი:

რას უკავშირებს ზურაბ ზვიადაურის მამა შვილის დაჭრას - როგორია დაჭრილი ოლიმპიური ჩემპიონის მდგომარეობა?

რას უკავშირებს ზურაბ ზვიადაურის მამა შვილის დაჭრას - როგორია დაჭრილი ოლიმპიური ჩემპიონის მდგომარეობა?

19 ივლისს, გვიან ღამით, ახმეტაში ექსდეპუტატი და ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ზვიადაური სუფრაზე იმყოფებოდა, დაპირისპირება კი ქუჩაში მოხდა. ზურაბ ზვიადაური ცივი იარაღით მკერდის არეში დაჭრეს. დაჭრილია მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი ვანო დავითაშვილი.

„კურიერთან“ საუბრისას ზვიადაურის მამა, მამუკა ზვიადაური აცხადებს, რომ მომხდარი შესაძლოა გიორგი ქისტაურთან წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდებოდეს.

მამუკა ზვიადაურმა მის ოჯახსა და გიორგი ქისტაურს შორის რამდენიმე წლის წინ მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა, როდესაც მან მათი სახლის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.

მისი თქმით, გიორგი ქისტაური შესაძლოა შემთხვევით შეხვდა წუხელ ქუჩაში ზურაბ ზვიადაურს და სწორედ ამას მოჰყვა მათ შორის დაპირისპირება. გიორგი ქისტაურის კონფლიქტში მონაწილეობას არ უარყოფს მისი დაც.

ექიმის თქმით კი, დაჭრილებს პირველადი გადაუდებელი ქირურგიული დახმარება დასჭირდათ.

"შემოყვანილი იყო 2 პაციენტი, თვითდინებით იყვნენ შემოსულები. გულ-მკერდის წინა კედლის არეში ჭრილობებით, მაგრამ ორივე შემთხვევაში არ იყო არც ერთი ჭრილობა შემავალი. ჩაუტარდათ პირველადი გადაუდებელი ქირურგიული დახმარება, გარკვეული პერიოდი გაჩერდნენ დინამიკაში დაკვირვების ქვეშ და 04:10 საათზე ორივე გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში შესაბამისი რეკომენდაციებით," - განაცხადა ექიმმა კურიერთან.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართლადამცავებისთვის ცნობილია ბრალდებულის ვინაობა.

"2 გოგო სხვა მანქანით იყო, ხმამაღლა კამათობდნენო..." - რას ყვებიან გოლთეთის მაცხოვრებლები თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტებზე

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა - კადრები სასამრთლოდან

სამართალდამცავი, რომელიც ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა დღეს დაასახელა, გამოკითხვაზე დაიბარეს