ავტორი:

"რეალურად, დღეს ჯანდაცვის მინისტრი ეკა ხვედელიძეა და არა ეკა ტიკარაძე" - გიგი უგულავა

"რეალურად, დღეს ჯანდაცვის მინისტრი ეკა ხვედელიძეა და არა ეკა ტიკარაძე" - გიგი უგულავა

"რეალურად, დღეს ჯანდაცვის მინისტრი ეკა ხვედელიძეა და არა ეკა ტიკარაძე" - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" სტუმრობისას განაცხადა.

მან "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონკურენტად არავის მიიჩნევს, თუმცა აქვე დააზუსტა, რომ მათ შორის "ყველაზე ნორმალური რეზიუმეს მქონე სერგეენკოა".

"საშიშ კონკურენტად არავინ მიმაჩნია. ოდნავ ნორმალური რეზიუმეს მქონე არის სერგეენკო, რომელიც მოხსნეს და ის ჩაანაცვლა ივანიშვილის მეუღლემ, ეკა ხვედელიძემ საკუთარი მეგობრით. რეალურად, დღეს ჯანდაცვის მინისტრი ეკა ხვედელიძეა და არა ეკა ტიკარაძე.

ისე ველური ფორმით მოხსნეს სერგეენკო და შემდეგ მიუგდეს წყალობად პრემიერის მრჩევლობა ჯანდაცვის საკითხებში და ქვეყანაში 3 თვიანი პანდემიის დროსაც კი ერთ სხდომას იგი არ დასწრებია.

ასე რომ, ასე რეზერვიდან ძალით გამოყვანილი ადამიანი, თუ ასეთი კარგი იყო, მინიმუმ ჩიქოვანის ნაცვლად პანდემიის პერიოდში (ბრიფინგებზე) სერგეენკოს უნდა ელაპარაკა. აქედან კარგად ჩანს ივანიშვილის ოჯახის დამოკიდებულება სერგეენკოს მიმართ, რომელიც გადააგდეს და ახლა ასე დააყენეს სამადლოდ. ეს მნიშვნელოვანი ასპექტია, როგორი დამოკიდებულება აქვს ივანიშვილს საკუთარი გუნდის ყოფილი წევრების მიმართ" - ამბობს უგულავა.

"ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო, ძვირფასო მეგობარო, სანდრა რულოვსი ხომ ვერ მეტყვი, ზუგდიდის რომელი სოფლიდანაა?" - უგულავა უდუმაშვილს

"ვიცი, რთული გზა იქნება, მაგრამ მარტივი არასდროს ამირჩევია" - ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი კომენტარი პოლიტიკაში წასვლაზე

ნანუკა ჟორჟოლიანი პოლიტიკაში მიდის - ტელეწამყვანი ენმ-ს და "ძალა ერთობაშია"-ს სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება