ავტორი:

"COVID-19 გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ოჯახის წევრებსაც აქვთ - ისინი ბაზრობებზე მუშაობდნენ" - ამირან გამყრელიძე

"COVID-19 გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ოჯახის წევრებსაც აქვთ - ისინი ბაზრობებზე მუშაობდნენ" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტის, 72 წლის კაცის ოჯახის წევრებიც ინფიცირებული არიან.

ამის შესახებ გამყრელიძემ AMBEBI.GE-სთან საუბარში განაცხადა.

"ამ პაციენტს ჰქონდა თირკმელების მძიმე, ქრონიკული დაავადება. ის იყო დიალიზზე. მასთან სწრაფად განვითარდა ინფექცია. სამწუხაროდ, ასევე, ინფიცირებულები არიან მისი ოჯახის წევრებიც, თუმცა, მათთან კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია" -აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება ოჯახის წევრების ინფიცირებულთა რაოდენობას გამყრელიძე არ აკონკრეტებს და ამას პერსონალური ინფორმაციით ხსნის. ხოლო კითხვაზე, არის თუ არა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს შორის მცირეწლოვანი, გამყრელიძე გვეუბნება, რომ "ბოლო დღებში ინფიცირებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია".

გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრები სხვადსხვა ბაზრობებზე მუშაობდნენ, ამიტომ იქ (ბაზრობებზე, სადაც ინფიცირებულები მუშაობდნენ) კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება, ხოლო დახურვა ჯერჯერობით არ ემუქრება.

"ბაზრობებზე რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდება. ანუ ბაზრობების ხელმძღვანელობას მოუწევს იმ წესების ზედმიწევნით დაცვა, რომელიც დადგენილია ანუ ტემპერატურის გასინჯვა და თერმოსკრინგი. ვისაც აქვს რაღაც სიმპტომი, დროულად უნდა მოხდეს მათი იდიენტიფიცირება და ინფიცირებულთა კონტატქში მყოფი პირების კარანტინში გადაყვანა", - გვითხრა გამყრელიძემ.

"მატნელებმა ქათამი გაიტანეს და პანკისელებმა ამის გამო სცემეს" - ხეობაში დაპირისპირების დეტალები

"მოძღვარი იყო მოსული რომელმაც თქვა, რომ თვითმკვლელობის არ მჯერაო" - 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ახლობელი

"უცნაურია თვითმკვლელობის ვერსიაზე ფიქრი... იქნებ მიიყვანეს ამ გადაწყვეტილებამდე" - რას ჰყვებიან მეგობრები თამარ ბაჩალიაშვილზე