ავტორი:

"დასამალი არაფერი გვაქვს" - პოლიცია იმ კომპანიაში შევიდა, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა

"დასამალი არაფერი გვაქვს" - პოლიცია იმ კომპანიაში შევიდა, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა

კომპანია „ზეგ“-ის დირექტორის თამარ კობერიძის განცხადებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მათ კომპანიაში პროგრამისტად მუშაობდა, თუმცა სამსახურიდან წასვლას გეგმავდა. როგორც კობერიძე აცხადებს, ის ხშირად ამბობდა, რომ სწავლა და თან ორ სამსახურში მუშაობა უჭირდა.

„არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ძალიან მორიდებული და კარგი გოგო იყო, რომელიც კონფლიქტში არავისთან იყო. სამსახურიდან ვიცოდი, რომ შეიძლებოდა წასულიყო, რადგან ბოლო დღეების მანძილზე ბევრჯერ გაჟღერებულა ის, რომ ორ სამსახურში ვმუშაობ, თან ვსწავლობ და ბევრი დრო აღარ მაქვსო. შესაბამისად, ჩემთვის სიუპრიზი არ ყოფილა, როცა გავიგე რომ მიდიოდა“, - აცხადებს თამარ კობერიძე.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში თამარ ბაჩალიაშვილი კომპანიაში ონლაინ რეჟიმში მუშაობდა.

“პროგრამისტი იყო. მაგალითად, ბოლოს ონლაინ რეჟიმში მუშაობდა. ჩვენი განცხადება, რეესტრი ყველაფერი გასაჯაროებულია, რატომ ვერ გვპოულობს ვიღაც, ვერ გავიგეთ. დასამალი არაფერი გვაქვს. პირადად ოჯახს ვუთხარი, რომ ახალ ამბებში დაერეკა, რათა იქნებ პროცესი დაჩქარებულიყო. მე მივწერე ნომერი, სად უნდა დაერეკათ. პანდემიის მერე ოფისში არ დავდივართ. მე მოვდივარ ხოლმე, რომ შევამოწმო და ერთ-ორი ადამიანი შემოდის“, - აცხადებს თამარ კობერიძე.

ცნობისთვის, სამართალდამცველები იმ კომპანიაში შევიდნენ, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად კომპანია „ზეგ“-ში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„ოფისში არსებული კომპიუტერების ამოღებას ვახდენთ ამ ეტაპზე“, - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს.

"იყო უხეში  გაფრთხილებები, თითქოს მუქარა, - შენი გოგო შარშია და შენც არაფერში გაეხვიოო" - რას ამბობს გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ადვოკატი?

„ცხოვრებაში არ გვინახავს" - პაატა ბურჭულაძის ვაჟი უარყოფს, რომ გარდაცვლილი გოგონა მის კომპანიაში მუშაობდა

გამკაცრებული ზომები თუშეთის გზაზე - პოლიცია ყველა მძღოლს ალკოტესტზე შეამოწმებს