ავტორი:

"წერილი არ მინახავს, საბუთები წაიღეს... წამლები ე.წ. "კოსმეტიჩკაში" ელაგა" - დატოვა თუ არა გარდაცვლილმა თამარ ბაჩალიაშვილმა წერილი?

"წერილი არ მინახავს, საბუთები წაიღეს... წამლები ე.წ. "კოსმეტიჩკაში" ელაგა" - დატოვა თუ არა გარდაცვლილმა თამარ ბაჩალიაშვილმა წერილი?

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტომანქანაში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, სამართალდამცველებმა მის მიერ ოჯახისთვის დატოვებული წერილიც ნახეს. ამის შესახებ ინფორმაცია "პრაიმთაიმმა" გაავრცელა. გამოცემის მტკიცებით, წერილში არის ასეთი ფრაზა: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“.

ცნობილია, რომ ავტომანქანიდან სხვადასხვა ნივთებთან ერთად, კრიმინალისტებმა მედიკამენტებიც ამოიღეს. ამოღებული ნივთმტკიცებულებების შესახებ ambebi.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც არ აკონკრეტებენ, რა სახის მტკიცებულებებზეა ლაპარაკი.

"მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ამოღებულია გარკვეული ნივთები და კონკრეტულად რა ნივთები, ამას ვერ დავაკონკრეტებთ", - გვითხრეს უწყებაში.

ასევე დავუკავშირდით თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს:

- წერილის შესახებ არაფერი ვიცი, გარდაცვლილის ავტომანქანიდან ბევრი ნივთი ამოიღეს, თუმცა იქ წერილი არ მინახავს. საბუთები ამოიღეს და წაიღეს. ამასთანავე, ამოღებულია რაღაც წამლები, ისინი ე.წ. "კოსმეტიჩკაში" ელაგა, რომელიც ხელჩანთაში იდო. ამოიღეს საბუთები, თანხა და ა.შ. ყველაფერს ნახავს და დაადგენს ექსპერტიზა. საგამოძიებო მოქმედებები რომ დასრულდება, მერე ყველაფერი მეცოდინება, წინასწარ დასკვნებს არ გავაკეთებ. ვეცდები, ყველა კითხვაზე მივიღო პასუხი. აქ ყველაფერი დასაშვებია, ყველაფერი. ისეთ მდგომარეობაშია ცხედარი, ვფიქრობ, იმავე დღესაა გოგონა გარდაცვლილი, რა დღესაც გაუჩინარდა.

ნანა ფიცხელაური

არჩილ გაგნიძის ადვოკატის თქმით, შაქარაშვილის ჩანთაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის დნმ არ აღმოჩნდა, პროკურორის განცხადებით კი, დნმ-ის პასუხები ჯერ არ მიუღიათ

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობდა, რომ მას ვიღაცამ შუბლის არეში მიაყენა დაზიანება" -  შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვან გ.მ.-ს ადვოკატი - "არასრულწლოვნები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან"