ავტორი:

"ბავშვი იმავე მონაკვეთიდან გაუჩინარდა, საიდანაც წლების წინ ბაბუამისი გაქრა" - სვანეთში დაკარგულ მოზარდზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

"ბავშვი იმავე მონაკვეთიდან გაუჩინარდა, საიდანაც წლების წინ ბაბუამისი გაქრა" - სვანეთში დაკარგულ მოზარდზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში მეოთხე დღეა 13 წლის ილია ფილფანს ეძებენ. დაკარგულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბიჭი სახლიდან 18 ივლისს, 11:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.ბოლოს ის სოფელ ლენჯერში ნახეს. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, ბიჭი ველოსიპედით მეგობრებთან ერთად ხშირად დადიოდა სასეირნოდ, თუმცა ბოლოს მარტო გავიდა სახლიდან.

სოფელ ლენჯერში დაკარგული არასრულწლოვნის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. სამსახურის განცხადებით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შევიდა. მოზარდი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

"ადგილზე მეორე დღეა მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები. პროცესში ჩართულია 45 მეხანძრე-მაშველი. ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობს დრონების საშუალებით", - აცხადებენ სამსახურში.

გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანანონო აღკვეთას გულისხმობს.

ილიას ახლობელი ლენჯერიდან "კვირის პალიტრასთან" დაკარგულ მოზარდის შესახებ საუბრობს:

- ილიას ოჯახი ალმა-ატაში ცხოვრობს, ილია იქ დაიბადა და გაიზარდა. ეს ოჯახი იანვარში ჩამოვიდა სვანეთში, მერე პანდემიამაც მოუსწროთ და ლენჯერში ჩარჩნენ. ბავშვი 13 წლისაა, ილია ხშირად სეირნობდა ველოსიპედით. იმ დღესაც, 5 დღის წინ, ისე გავიდა სახლიდან, არავის დაუნახავს, ბავშვიც აორთქლდა და ველოსიპედიც, კაცი არაა მისი მნახველი...წაიკითხეთ სრულად

"თავზარდამცემი ამბავი - კოვიდმა შეიწირა ცნობილი მუსიკოსი, ჰობოისტი გოგი ბერიძე და მისი მეუღლე..."

"საქართველოს მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ COVID-19 საფრთხეს არ წარმოადგენს" - თენგიზ ცერცვაძის განცხადება და მიმართვა უცხოეთში მომუშავე ქართველ ექიმებს

"ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო" - გიორგი კეკელიძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულის დედას დაეხმარება