ავტორი:

აბაზოვი ამტკიცებს, რომ "ოცნების" სიაში 41-ე იქნება - ამას მარნეულის სკანდალური ექსმერი  ეკატერინე ხვედელიძეს უნდა უმადლოდეს?

აბაზოვი ამტკიცებს, რომ "ოცნების" სიაში 41-ე იქნება - ამას მარნეულის სკანდალური ექსმერი  ეკატერინე ხვედელიძეს უნდა უმადლოდეს?

“მითხრეს და პირობა მომცეს, რომ 99% „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში ვიქნები“ - განუცხადა ვებგვერდ Aktual.ge - ს მარნეულის ყოფილმა მერმა თემურ აბაზოვმა. მისივე განცხადებით, წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის პროპორციულ სიაში 41-ე ადგილზე იქნება. "ვფიქრობ, მმართველი პარტიის პროპორციულ სიაში 41-ზე მეტი დეპუტატი იქნება. თუ საბოლოოდ მოხდება ისე, რომ მმართველი პარტია ვერ შეძლებს 30-ზე მეტი დეპუტატის დასახელებას, მაშინ, რა თქმა უნდა, შეიძლება ცვლილებები მოხდეს. მაგრამ, რადგან, ახლა ფიქრობენ, რომ 40-ზე მეტი დეპუტატი მიიღებს მანდატს, მე 41-ე ადგილი მომანიჭეს“, - განაცხადა აბაზოვმა.

მან palitranews - სთან საუბარშიც დაადსტურა იგივე, მისი თქმით, შეთავაზება მმართველი პარტიისგან მიიღო და დათანხმდა.

მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მას მერე მოექცა, რაც 2018 წლის ივნისში მისი დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

ყველაფერი ასე დაიწყო...

2018 წლის 12 ივნისს, სტუდია "მონიტორმა" ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტიდან გავიგეთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პირზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს. სტუდია "მონიტორთან" თემურ აბაზოვმა ამგვარი რამ უარყო, მეტიც, განაცხადა, - ვიდეო ნანახიც კი მაქვსო...

სწორედ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება. აბაზოვთან ერთად საქმეში ფიგურირებდა პარლამენტარი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აზერ სულეიმანოვი.

პროკურატურა ირწმუნებოდა, რომ მას მერე, რაც ელჩინ ალახვერდიევმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციიდან სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ ვიდეოჩართვისას თემურ აბაზოვის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ის ჯერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისში დაიბარეს და სცემეს, შემდეგ კი წაიყვანეს მარნეულშივე, ე.წ. "ჟეჟებეს" რესტორნის მიმდებარედ, სადაც მათ ელოდათ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი. მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო "ფეისბუკის" პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ლჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.

თემურ აბაზოვი დაკავეს საქართველოს სსკ-ს 1443 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, რაც თავისუფლების აღკვეთით 5-დან 10 წლამდე ვადით ისჯება, მაგრამ...

შემედეგ მოვლენები ასე განვითარდა:

აბაზოვს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მიესაჯა, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლომ მას მერეც ძალაში დატოვა, რაც აბაზოვმა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვა მოითხოვა. თუმცა იგივე რუსთავის საქალაქო სასამართლომ აბაზოვი 2018 წლის დეკემბერში, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, პატიმრობიდან გაათავისუფლა.

2019 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბაზოვი ივანიშვილს შეხვდა, რის შესახებაც მარნეულის ექსმერი აცხადებდა, - თუ უნდათ ჩათვალონ, რომ საიდუმლო შეხვედრა მქონდა ბიძინა ივანიშვილთან, მე ამაზე პრობლემა არ მაქვსო...

აბაზოვი ასევე აცხადებდა, რომ ის ყოველთვის სერიოზული კონკურენტი იყო ოპოზიციისათვის, მისი პოლიტიკაში დაბრუნების ეშინოდაც და პროვოკაცია მოუწყვეს.

2020 წლის 12 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოზე ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც მარნეულის ყოფილი მერის ბრალეულობა დასტურდებოდა, ანუ საბოლოოდ დაზარალებულმა გადათქვა (ან გადაათქმევინეს) მასზე ზეწოლის და ფიზიკური შეურაცხყოფის ამბავი.

ვინ არის თემურ აბაზოვი და რა აკავშირებს ბიძინა ივანიშვილთან?

აბაზოვის იფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, ის 1981 წელს დაიბადა. 2003 წელს დაუსწრებლად დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემია, ამავე წელს დაამთავრა თურქეთის რესპუბლიკის უშიშროების მეცნიერებათა აკადემიაც ანკარაში.

2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას, მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა ინსპექტორად;

2005 წელს კი სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმრთველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მესამე განყოფილების ინსპექტორად დასაქმდა;

2005 წელს იყო შპს JTI-ში საქართველოს წარმომადგენელი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში;

2006 წელს იყო საქართველოს პარლამენტის საკადრო საკითხთა დეპარტამენტის თანამშრომელი;

2006-2007 წლებში იყო თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოში "ANADOLU"-ს წარმომადგენელი საქართველოში;

ამ ბიოგრაფიის მიხედვით მისი და ბიძინა ივანიშვილის გზები 2011 წელს გადაიკვეთა, როდესაც აბაზოვი ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანია "ელიტა ბურჯში" მარკეტინგის სამსახურის უფროსად დასაქმდა, სადაც 2015 წლამდე მუშაობდა. ამავდროულად, 2012 წელს იყო შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" პროექტის ხელმძღვანელის თანაშემწე და სპეციალური შტაბის უფროსი;

2013 წლიდან კი უკვე პოლიტიკაში ჩნდება და კოალიცია "ქართული ოცნების" მარნეულის საარჩევნო შტაბის თანათავმჯდომარედ ნიშნავენ;

აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის "ქართულმა ოცნებამ" მარნეული მერობის კანდიდატად წარდგენილი ამირან გიორგაძე თეიმურაზ აბაზოვით ისე შეცვალა, თავად ამირან გიორგაძემ აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებისგან გაიგო.

ბიოგრაფიშია არსად წერია, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ აბაზოვი ივანიშვილის პირად დაცვაში მუშაობდა, რა დროსაც ივანიშვილების მთელ ოჯახს განსაკუთრებულად დაუახლოვდა, დღემდე მეგობრობს ბერასთან. ამასთანვე, დამეგობრდნენ ივანიშვილისა და აბაზოვის ცოლებიც - ეკატერინე ხვედელიძე და ელინა აბაზოვი. როგორც ჩვენი წყარო იუწყება, მათი დაქალობა დღემდე გრძელდება. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, იმას, რომ სკანდალურად ცნობილი აბაზოვის პოლიტიკურ რეანიმაციას ცდილობენ, ეკატერინე ხვედელიძეს უნდა უმადლოდეს. როგორც ჩანს, მარტივია ცხოვრება, როდესაც შენი ცოლის დაქალი მთლად ბიძინა ივანიშვილის მეუღლეა.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - კონგრესმენების სკანდალური წერილი; ხელისუფლების პოზიცია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

ლილოს ბაზრობაზე გამოკვლეული 3 800-მდე ადამიანიდან კორონავირუსი 5-ს დაუდასტურდა - რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე მე-2 ტალღის შესახებ