ავტორი:

"დანაშაულებრივი ქმედება სამსახურეობრივ მანქანაში ჩაიდინა" - პროკურორი გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელზე

"დანაშაულებრივი ქმედება სამსახურეობრივ მანქანაში ჩაიდინა" - პროკურორი გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელზე

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, ზაზა ალავერდაშვილის საქმის პროკურორის, კონსტანტინე ცაცუას განცხადებით, ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედება სამსახურეობრივ მანქანაში ჩაიდინა.

როგორც ცაცუა განმარტავს, საქმეში სასამართლო სამედიცინო ექპერტიზის დასკვნა არსებობს, რითაც დაზარალებულისთვის სხეულზე მიყენებული დაზიანებები დასტურდება.

"საქმეში არსებობს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ასევე ავტომანქანიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები და ასევე, გარკვეული სახის მტკიცებულებებს ბრალდების მხარე ელოდება.

ექსპერტიზით მსხვერპლის სხეულზე არსებული დაზიანებები დასტურდება, რაც მას როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბრალდებულის მხრიდან აქვს მიყენებული", - განაცხადა ცაცუამ.

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელის, ზაზა ალავერდაშვილის ადვოკატის, ბონდო ვათიაშვილის განცხადებით, დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანება კოღოს ნაკბენია.

როგორც ვათიაშვილი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

"ბრალის დადგენილების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე სამსახურებრივი მანქანა არის, მაგრამ მტკიცებულების სახით მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება გვაქვს. ექსპერტიზის დასკვნა არის, მაგრამ დაზარალებულის მიმართ კოღოს ნაკბენია აღწერილი, როგორც მსუბუქი დაზიანება. დაზიანება, რომელიც ამ პერიოდს ემთხვევა, ის არის კოღოს ნაკბენი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს“, - აცხადებს ვათიაშვილი.

სასიკვდილოდ დაჭრილი ბიჭი ტაქსიში ჩასვეს და მძღოლს მისი კონკრეტულ მისამართზე მიყვანა სთხოვეს - ვინ იყო მოკლული 19 წლის ახალგაზრდა?

სად იმყოფებიან ქართველი მეზღვაურები, რომლებიც იმ გემზე დააკავეს, რომელსაც 3 ტონა კოკაინი გადაჰქონდა? -  ბორტზე სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ, ეკიპაჟის წევრებმა გემის ჩაძირვა გადაწყვიტეს

"მეკითხებოდნენ, როდის მომწერა მარიამმა, საათები და წუთები აინტერესებდათ, უნდათ, წონასწორობიდან გამომიყვანონ" - რატომ დაკითხეს თამარ ბაჩალიაშვილის დედა?