ავტორი:

"სტუდენტების მშობლებს მოვუწოდებ, 22 ოქტომბრამდე გააკონტროლონ და შეზღუდონ ისინი" - ასტროლოგის გაფრთხილება და ანალიზი მიმდინარე მოვლენებზე

"სტუდენტების მშობლებს მოვუწოდებ, 22 ოქტომბრამდე გააკონტროლონ და შეზღუდონ ისინი" - ასტროლოგის გაფრთხილება და ანალიზი მიმდინარე მოვლენებზე

ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში თავისი პროგნოზებით, თუმცა ის ერთ-ერთი გამონაკლისი იყო ქართველი ასტოლოგებიდან, რომელიც ჯერ კიდევ აპრილში ამბობდა, რომ კორონავირუსის ტალღა საქართველოს ნაკლებად დააზარალებდა და 1 ივნისიდან ხალხი სამსახურებში შეძლებდა გასვლას.

რა მოხდება შემოდგომაზე არჩევნებზე, სად ქრებიან ახალგაზრდები და რატომ პოულობენ შემდეგ მათ გარდაცვლილებს, ამ თემებზე ასტროლოგიური ანალიზი სწორედ დავით ბუტიკაშვილს ვთხოვეთ:

- ბატონო დავით, ვირთხის წელის სიკეთეების შესახებ ასტოლოგები ბევრს საუბრობდნენ, თუმცა იანვრიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიეწყო ცუდი ამბები...

- 2019 წლის 4 მაისიდან შავი მთვარე თევზების ზოდიაქოში გადავიდა და ასტროლოგები თავიდანვე ვამბობდით, რომ 2020 წლის 27 იანვრამდე მოსალონდელი იყო ინფექციური დაავადებების გამწვავება და ეპიდემიების გაჩენა. რაც შეეხება საქართველოს, თავიდანვე კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდა. იმიტომ რომ წარმატების მომტანი პლანეტა იუპიტერი 2020 წლის 22 ოქტომბრამდე თხის რქის ზოდიაქოში მოძრაობს, ამიტომ საქართველოსთვის ეს პერიოდი ადამიანების ჯანმრთელობის კუთხით კარგია.

როგორი უცნაურადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, საქართველო ძალიან მარტივად უმკლავდება კორონავირუსს. ეს არ არის ჩვენი მედიცინის ბრალი, უბრალოდ საქართველოს ტერიტორიისათვის ეს პერიოდი არის ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით კარგი. კი ავადდებიან ადამიანები კორონავირუსით, მაგრამ ადვილად ჯანმრთელდებიან და მსხვერპლიც არის დაბალი. ასეთი დაცულები ვართ ჩვენ 22 ოქტომბრამდე.

- მეორე ტალღას თუ გადავურჩებით?

- რაც შეეხება მეორე ტალღას, ყველა ქვეყანას არ დააზარალებს. მეორე ტალღამ შეიძლება გადაუაროს იტალიას და უკრაინას, შედარებით უფრო მძაფრად ვიდრე სხვა ქვეყნებში, მაგრამ არ იქნება ისეთი სახიფათო და მსხვერპლიანი, ვიდრე პირველი ტალღა იყო. შავი მთვარე ამ პერიოდში გადავა კუროს ზოდიაქოში და უკრაინას და იტალიას მართავს კუროს ზოდიაქო.

რაც შეეხება სოციალურ მღელვარებებს, მოსალოდნელია მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, მაგრამ კრიტიკულ ნიშნულამდე არ მივა. საზოგადოებას ექნება უფრო სოციალური მოთხოვნები. იქნება მღელვარება, რაც დააფიქრებს ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს ხალხისთვის, თორემ დიდხანს ხელისუფლებაში ვეღარ იქნებიან. ეს მღელვარება გაგრძელდება 2021 წლის დეკემბრამდე და საბოლოოდ სასიკეთო ცვლილებებს გამოიწვევს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მღელვარება დადებითად აისახება პროკურატურაზე, სასამართლოზე, მოხდება ამ სისტემების გაჯანსაღება და სასიკეთო რეფორმები.

- საპარლამენტო არჩევნებზე რას გვეტყვით, რომელიც შემოდგომაზე ჩატარდება?

- ახლა რაც შეეხება არჩევნებს, ვინაიდან იუპიტერი მოძრაობს მერწყულის ზოდიაქოში, მოგეხსენებათ ბიძინა ივანიშვილი მერწყულია, "ქართული ოცნება" ისეთი უმრავლესობით ვერა, მაგრამ სერიოზული რაოდენობით იქნება პარლამენტში და შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებს მოიგებს "ქართული ოცნება". პარლამენტში შევლენ ოპოზიციური პარტიებიც, მაგრამ საპარლამენტო ცხოვრების დაწყების შემდეგ მოხდება გადაჯგუფება.

არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთმა ახლანდელმა ოპოზიცურმა პარტიამ ვექტორი შეცვალოს და "ქართულ ოცნებას: დაუჭიროს მხარი. დიდი განსხვავება ძველსა და ახალ პარლამენტს შორის არ იქნება, შეიძლება რაოდენობაში იყოს მცირეოდენი განსხვავება. ვერ გეტყვით, რომ პარლამენტი ისეთი ჭრელი იქნება, როგორც წინასწარმეტყველებენ, მაგრამ სამართლებრივი კუთხით ძალიან კარგი იქნება 2021 წელი. საშუალო ფენა გაძლიერდება.

იქნება ხშირი შეტევა არსებულ პრეზიდენტზე. არც ახლა აკლებენ სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ 2021 წელს კრიტიკა არ მოაკლდება. აქვე გეტყვით, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილი თუ მიუშვებს სიტუაციას და განზე გადგება, როგორც კი მისი გავლენა შესუსტება, დაიწყება ქაოსი და შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ მობრუნება მოუწიოს.

- რას გვეტყვით ბოლოს დროს მომხდარ მოველენებზდე, როდესაც ახალგაზრდები ქრებიან და მათ ძირითადად გარდაცვლილებს პოულობენ...

- 27 იანვრიდან შავი მთვარე გადავიდა ვერძის ზოდიაქოში. ვერძი საქართველოს ზოდიაქოში მართავს მეცხრე სახლს, რაც განათლებასა და ახალ თაობას მოიცავს. ახლა საქართველოში ყველაზე მძიმე დარტყმების ქვეშ სტუდენტურ ასაკის ადამიანები არიან.

გაძლიერებული აქვთ აგრესია და ხშირად უმართავები ხდებიან. მშობლებს მოვუწოდებ, რომ ვისაც სტუდენტური ასაკის შვილები ჰყავთ უფრო მეტად გააკონტროლონ და თუ საჭიროა შეზღუდონ კიდეც. ამ პერიოდში არიან იმპულსურები და აჩქარებული გადაწყვეტილებები.

- როგორ შეიძლება ასე გაქრნენ ადამიანები, დაიკარგნენ, ხიფათის თემაა მხოლოდ?

- დიახ, ყველა დაიფაროს ღმერთმა, მაგრამ რამდენიც დაიკარგა იმდენი გარდაცვლილი იპოვეს. იქ სადაც ფიზიკური რისკის ფაქტორი მაღალია არ ვურჩევ ახალგაზრდებს მოძრაობას. ახლა ექსტრიმია მოდაში, ხან პარაშუტით ხტებიან, მოვუწოდებ რომ მოერიდონ ამ ყველაფერს 22 ოქტომბრამდე.

ჩვენ ასტროლოგები მივუთითებთ ადამიანებს ტენდენციებზე, მაგალითად ახლა ყველაზე დამღუპველია ადამიანებისთვის აჩქარება და იმპულსურობა. ზრდასრულები შედარებით ვაანალიზებთ, მაგრამ თინეიჯერები და ახალგაზრდა თაობა ნაკლებად და შედარებით მეტი საფრთხე მათ ექმნებათ.

"არ ვამბობ, რომ ექიმებმა პირი შეკრეს და დედაჩემი მოკლეს, ვითხოვ დაისაჯოს ის, ვინც გაუფრთხილებლობით დედას მენჯ-ბარძაყი გადაუმტვრია" - რა გადაწყვეტილებას მიიღებს რეგულირების სააგენტო 5 ექიმის თაობაზე?

“თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ საგზაო-სამშენებლო ტექნიკის ბრენდების - Bomag-ისა და Marini-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 671 ახალი შემთხვევაა - როგორია ბოლო დღე-ღამის ტესტირების შედეგები რეგიონების მიხედვით