ავტორი:

"თამუნამ მანქანა დაახლოებით 20 დღის წინ იყიდა, შერჩევაში ვეხმარებოდი... წარმოუდგენელია თავი მოეკლა" - რას ამბობს გარდაცვლილი პროგრამისტის ახლობელი?

"თამუნამ მანქანა დაახლოებით 20 დღის წინ იყიდა, შერჩევაში ვეხმარებოდი... წარმოუდგენელია თავი მოეკლა" - რას ამბობს გარდაცვლილი პროგრამისტის ახლობელი?

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლს, დაემატა 115-ე მუხლი, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამასთანავე, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილმის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს.

რას ფიქრობს ოჯახი ამ გადაწყვეტილებაზე, ამ საკითხზე AMBEBI.GE-სთან ოჯახის ახლობელმა თორნიკე ჭიჭაღუამ ისაუბრა. მისი თქმით, თუ არ შეიცვლებოდა კვალიფიკაცია ან არ დაემატებოდა ახალი მუხლი, ოჯახი და ახლობლები კვლავ აქციის გამართვას და გზის გადაკეტვას აპირებდნენ.

"გამოძიების გადაწყვეტილებას მივესალმებით და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი სამართლიანად წარიმართება. ოჯახმა უმძიმესი დღეები გადაიტანა და ახლაც კოშმარში არიან, ჯერჯერობით სამართალდამცავების მიმართ ნდობის აღდგენაზე ლაპარაკი რთულია, თუმცა გადაწყვეტილება, რომ მამა იქნება დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი, წინ გადადგმული ნაბიჯია.

თუ არ შეცვლიდნენ კვალიფიკაციას ან არ დაამატებდნენ ახალ მუხლს, ისევ გადავკეტავდით გზას. ახლა ვნახოთ რას იზამენ, როგორ წარიმართება გამოძიება. ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს თვითმკვლელობის ვერსიას.

თამუნამ მანქანა დაახლოებით 20 დღის წინ იყიდა, შერჩევაში მეც ვეხმარებოდი. წარმოუდგენელია გოგონას, რომელიც სწავლასა და წარმატებულ მომავალზე იყო ორიენტირებული, თავი მოეკლა" - ამბობს თორნიკე ჭიჭაღუა.

ნანა ფიცხელაური

"2 გოგო სხვა მანქანით იყო, ხმამაღლა კამათობდნენო..." - რას ყვებიან გოლთეთის მაცხოვრებლები თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტებზე

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა - კადრები სასამრთლოდან

სამართალდამცავი, რომელიც ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა დღეს დაასახელა, გამოკითხვაზე დაიბარეს