ავტორი:

თამარ ბაჩალიაშვილი იმ სკოლის წინ დაასვენეს, სადაც სწავლობდა ( ფოტო)

თამარ ბაჩალიაშვილი იმ სკოლის წინ დაასვენეს, სადაც სწავლობდა ( ფოტო)

თამარ ბაჩალიაშვილი დღეს დაკრძალავენ. ცოტა ხნის წინს 23 წლის პროგრამისტი იმ სკოლის წინ დაასვენეს, სადაც ის სწავლობდა.

მანამდე მისი ცხედარი ფონიჭალაში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში იყო დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

ოჯახს ნათესავები, გოგონას მეგობრები, ახლობლები და მოქალაქეები უსამძიმრებდნენ. ადგილზე მისული იყო "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილიც.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელსაც სამართალდამცავები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, 22 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს, ეს არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და თვითმკვლელობამდე მიყვანა. თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი.

დღეს AMBEBI.GE-სთვის საქმის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. სანდრო წყარო გვიყვება, რომ თამარ ბაჩალიაშვილის "ჰიუნდაი" პოვნის ადგილზე, სავარაუდოდ, ევაკუატორითაა მიტანილი.

"არის ერთი გარემოება, რომელიც გვიმძაფრებს ეჭვს, რომ მანქანა მას მერეა მიტანილი იმ ადგილას, სადაც შემდეგ აღმოაჩინეს. თამუნას ავტომანქანა, დიდი ალბათობით, შედარებით დიდი მანქანითაა მიტანილი, სავარაუდოდ, ევაკუატორით, რაზეც მანქანის საბურავების კვალი მიანიშნებს. თანაც ეს კვალი მოდის და გაჩერებული "ჰიუნდაის" უკანა მხარეს, მანქანამდე დაახლოებით 20-30სმ-ზე წყდება" - ამბობს ჩვენთან საუბარში სანდო წყარო.

ფოტო: მარიამ ჩიქოვანი

"აგრო ფუდ ტრეიდი" ზაფხულის სეზონზე მომხმარებელს უამრავ სიახლეს სთავაზობს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი დაკრძალეს

ინგოროყვას კლინიკის ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა