ავტორი:

"ამერიკაში ძუძუმწოვარა ბავშვებს აწამებენ" - რობერტ სტურუას განცხადება, რომლის გამოც რეჟისორს სოციალურ ქსელში მწვავედ აკრიტიკებენ

"ამერიკაში ძუძუმწოვარა ბავშვებს აწამებენ" - რობერტ სტურუას განცხადება, რომლის გამოც რეჟისორს სოციალურ ქსელში მწვავედ აკრიტიკებენ

რეჟისორ რობერტ სტურუას თქმით, აშშ-ში "ძუძუმწოვარა ბავშვებს აწამებენ, მათ სითხეს უღებენ და გასაახალაგზრდავებლად იყებენ“. ამის შესახებ სტურუამ რადიო უცნობის გადაცემაში "უცნობის კიდობანი“ ისაუბრა.

"რაც ამერიკაში მოხდა, რაღაც ზღაპარი ხო არ არი-თქო, თქვენ წარმოიდგინეთ, ძუძუმწოვარა ბავშვებს აწამებენ, იმიტომ რომ ამ წამების დროს ეს ბავშვი გამოყოფს რაღაც სითხეს, იქიდან ამ სითხეს იღებენ, მერე ცნობილი ვარსკვლავები, თუ პიროვნებები მისი საშუალებით ახალგაზრდობას ინარჩუნებენ.

მერე, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ჭამენ კიდევ ამ ბავშვებს და ახლა მითხარით, როგორ უნდა იცხოვროს ნორმალურმა ამერიკელმა დავუშვათ...იქ ისეთი სახელებია ჩამოთვლილი, არ მეგონა, რომ...არც მინდა ვთქვა იმიტომ, რომ შეიძლება ესეც ჭორია, მაგრამ ტრამპმა სერიოზულად დაარქვა ამ პრობლემას „ობამაგეითი“, ე.ი. ეს მართალია ეტყობა, ისე ხომ არ დაიწყებდა ასეთ პროცესს..“- ამბობს სტურუა.

რეჟისორს აღნიშნული განცხადების გამო სოციალურ ქსელებში აკრიტიკებენ და ყალბი ინფორმაციის, ე.წ. ფეიკ ნიუსის გავრცელებაში სდებენ ბრალს. გთავაზობთ სოციალურ ქსელში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ ზოგიერთ გამოხმაურებას.

ნახეთ გადაცემის სრული ჩანაწერი: