ავტორი:

სამძებრო ღონისძიებები სვანეთში და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გრძელდება - განახლებული ინფორმაცია სვანეთში დაკარგულ 13 წლის მოზარდზე

სამძებრო ღონისძიებები სვანეთში და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გრძელდება - განახლებული ინფორმაცია სვანეთში დაკარგულ 13 წლის მოზარდზე

სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები სვანეთში და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მიმდინარეობს.

"დრონები და ვერტმფრენები ადგილზე არიან მობილიზებულები, მაშველები სამძებრო სამუშაოებს როგორც სვანეთში, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ახორციელებენ“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შეგახსენებთ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში 13 წლის მოზარდის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შევიდა.

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სვანეთში გაუჩინარებულ 13 წლის ილია ფილფანს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარით ეძებენ