ავტორი:

"ილია, თუ ჩემი გესმის, გთხოვ, დაბრუნდი, შენთან ჩამოვედი, შენს წასაყვანად", - გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის დედის მიმართვა

"ილია, თუ ჩემი გესმის, გთხოვ, დაბრუნდი, შენთან ჩამოვედი, შენს წასაყვანად", - გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის დედის მიმართვა

სვანეთში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის პოვნას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. მოზარდი სვანეთში მამასთან და ბებოსთან ერთად ცხოვრობდა, სადაც საახალწლოდ ჩავიდა, ხოლო პანდემიის შემდეგ, მამა-შვილმა საქართველოდან წასვლა ვეღარ შეძლო.

"ფორმულას“ ცნობით, საქართველოში გუშინ დუბაიდან დაბრუნდა ილია ფილფანის დედა, ქსენია ფილფანი, რომელიც ახლა სავალდებულო კარანტინში იმყოფება და მის პირველ სატელევიზიო მიმართვას "დროება“ ავრცელებს.

"ილია, თუ ჩემი გესმის, თუ ჩემი გესმის, გთხოვ, დაბრუნდი. შენთან ჩამოვედი, შენს წასაყვანად. ძალიან მიყვარხარ, გთხოვ, დაბრუნდი, მე შენ ძალიან მიყვარხარ.

თუ განვიხილავთ გაქცევის ვერსიას, როგორც დედამ, არ ვიცი, სად უნდა წასულიყო. მესმის, რომ უზარმაზარი მანძილებია, მაგრამ ერთადერთი, სადაც შეეძლო წასვლა, არის თბილისი, რადგან ძალიან კარგად იცნობს აქაურობას და აქ დიდ დროს ვატარებდით, ბევრს ვსეირნობდით.

თბილისში მისი მამიდა ცხოვრობს, რომელთანაც ვჩერდებოდით. მან იცის, სად არის ბინა და შეუძლია თავად მიაგნოს. არ მჯერა, რომ შეიძლება ბათუმში, ან ქობულეთში იყოს, თუმცა, შესაძლოა ვცდები.

მრავალი ვერსია ისმის. არ ვიცი, რომელია სწორი. არის ვერსია, რომ ის სახლიდან გაიქცა. ამას მეც ვუშვებ, რადგან ყველაფერია შესაძლებელი. ის მარტო დარჩა მამასთან და ბებოსთან დიდი ხნით. მას არ ჰყავს მეგობრები სამეზობლოში“, - ამბობს გაუჩინარებული ბავშვის დედა.

ოჯახი მიმართავს საზოგადოებას და სთხოვს, რომ თუ ვინმე შენიშნავს ილიას აღწერილობის ბავშვს, დარეკოს 112-ში. 13 წლის მოზარდი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.

სკოლა "ოპიზას" დაწყებითი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა - სავარაუდო ინფიცირების წყარო ბებიაა

საგარეჯოსა და ყვარლის სოფლებში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა - შსს

კახეთში ჭურვი ვენახში ჩამოვარდა - "მთავარი არხი"