ავტორი:

“სად დავარღვიე ადამიანის უფლებები?! პირიქით... ნობელის პრემია უნდა მომცენ" - რას პასუხობს რამზან კადიროვი აშშ-ს?

“სად დავარღვიე ადამიანის უფლებები?! პირიქით... ნობელის პრემია უნდა მომცენ" - რას პასუხობს რამზან კადიროვი აშშ-ს?

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უარყოფს აშშ-ის ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც, ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, რთული მდგომარეობაა, რომ რეგიონში ძალადობრივი გარემოა შექმნილი და ყოველივეზე პასუხისმგებლობა კადიროვს ეკისრება.

აღნიშნულ საკითხზე ჩეჩნეთის მეთაურმა "როსია 1-თან" ინტერვიუში ისაუბრა და აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს "უსამართლო" უწოდა.

კადიროვი თვლის, რომ ის ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით, ნობელის პრემიას იმსახურებს და აცხადებს, რომ იბრძვის ადამიანის უფლებების დასაცავად.

“სად დავარღვიე ადამიანის უფლებები? პირიქით, ჩვენ ვიბრძვით და ვკვდებით ადამიანის უფლებების დასაცავად. ჩვენ გავაჩერეთ ომი და გავანადგურეთ საერთაშორისო ტერორიზმი. ვფიქრობ, ტერორიზმთან ბრძოლისთვის ნობელის პრემია უნდა მომცენ. ისინი კი სანქციებს მიწესებენ, რაც უსამართლობაა“, - აცხადებს კადიროვი.

ცნობისთვის, 20 ივლისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამზან კადიროვს სანქციები დაუწესა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, ამის მიზეზი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები გახდა. პომპეოს განცხადებას მალევე უპასუხა კადიროვმა და თქვა, რომ მას თავადაც სანქციებს უწესებს.

"ვაცხადებ, მის წინააღმდეგ ამოქმედდეს რესპუბლიკაში არსებული ყველა სანქცია, მათ შორის, ანგარიშების დაბლოკვის შესახებ. მათ ჩემს წინააღმდეგ იგივე გააკეთეს“, - განაცხადა კადიროვმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე. წყარო

გარდაიცვალა რუთ ბეიდერი, რომელიც 27 წელი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო

"აღარავის უკვირს პუტინისთვის მიუღებელი პერსონების მოულოდნელად ცუდად გახდომა" - რუსეთის პრეზიდენტის "შხამიანი კვალი" ადამიანებში

"საყვარელს არ თმობენ" - დიანა ღურწკაიამ, კირკოროვმა, ბასკოვმა და სხვა რუსმა მომღერლებმა ლუკაშენკოს მხარდასაჭერი კლიპი ჩაწერეს