ავტორი:

"ის, რომ "თამარი შარშია" ჩემგან არ თქმულა" - რა განაცხადა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ?

"ის, რომ "თამარი შარშია" ჩემგან არ თქმულა" - რა განაცხადა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ?

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილი კატეგორიულად უარყოფს თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს მისი შვილის კომპიუტერის გახსნის შემდეგ, მან უთხრა, რომ "თამარი შარში იყო". როგორც ლადო ბაჭულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის აღნიშნულ განცხადების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და გამოძიება დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია გარდაცვლილის ოჯახთან და რა სახის.

მან გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახთან როგორც პირადი, ასევე სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა.

"პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ოჯახს დიდი მწუხარებით, ძალიან მეწყინა. დაბარებული ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ოჯახის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, ვითომ მე მითქვამს რაღაც, რაც საერთოდ არ მითქვამს. კომპიუტერთან არაფერი შეხება არ მქონია, რადგან კომპიუტერი გამომძიებელმა ამოიღო და პირდაპირ ექსპერტიზაზე წაიღო. ყოველდღიური კომუნიკაცია მქონდა ოჯახთან, ორჯერ შევხვდი, ასევე სატელეფონო კავშირები მქონდა ოჯახთან იმიტომ, რომ დაწვრილებით ვაკონკრეტებინებდი, რა ეცვა, სად წავიდა, სად შეიძლებოდა, წასულიყო. ეს ჩემი მხრიდან გამოკითხვა იყო" - აცხადებს ლადო ბაჭულაშვილი.

მისი თქმით, მას გარდაცვლილის კომპიუტერთან შეხება საერთოდ არ ჰქონია.

"ოჯახთან კომუნიკაცია მქონდა, როგორც პირადი, ასევე სატელეფონო. თუმცა, ის, რომ "შარშია" ჩემგან არ თქმულა. როგორ ვეტყოდი, როცა საეროდ კომპიუტერთან შეხება არ მქონდა. ოჯახმაც იცოდა, რომ დღე და ღამეს ვათენებდი იმისთვის, რომ მეპოვა. აქციის დღეს საერთოდ არ მქონია მაგ კაცთან არც შეხება. შეიძლება დილით სატელეფონო საუბარი მქონდა, მაგრამ საღამოს არა. ვეუბნებოდი, რომ ჩართულია ყველა სამსახური, საგამოძიებოც, სამაშველოც, დრონიც, ყველა სამსახური ჩართული იყო. ჩემი სახელი და გვარი პირველივე დღეს ვუთხარი, ასევე საკონტაქტო ტელეფონი. იცოდა, დირექტორის მოადგილე რომ ვიყავი, ჩემს კაბინეტში იყო და აბრა არის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე", - აცხადებს ლადო ბაჭულაშვილი.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, პირი, რომელიც მასთან მივიდა და შვილის კომპიუტერის გახსნის შემდეგ უთხრა, რომ "თამარი შარში იყო", ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილია.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

კომპანია "ზეგის" იურისტი, სადაც გარდაცვლილი პროგრამისტი მუშაობდა, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფება

"თუ თამარ ბაჩალიაშვილი გარკვეული ინექციით მოკლეს, ჩვენ გაგვიჭირდება სრულფასოვანი დასკვნის მიღება"

"მივმართე საელჩოს... ალბათ, მოვითხოვ აშშ-დან, ფედერალური ბიუროდანაც ექსპერტების მოწვევას, რომ კომპიუტერის გაიხსნას"