ავტორი:

"სხვადასხვა კომპანიას ხშირად იყენებენ უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები" - რას ამბობს უსაფრთხოების ექსპერტი გარდაცვლილი პროგრამისტის საქმეზე?

"სხვადასხვა კომპანიას ხშირად იყენებენ უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები" - რას ამბობს უსაფრთხოების ექსპერტი გარდაცვლილი პროგრამისტის საქმეზე?

18 ივლისს გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ საკუთარი ავტომანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი მწყემსმა იპოვა. მანქანა გაშლილ ადგილას, თეთრი წყაროს ტყეში, სოფელ მაწევნის მიდამოებში იდგა. უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი დავით კუხალაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" მომხდარზე საუბრობს:

- აუცილებლად უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას - თუ რა სახის ინფორმაციას აგროვებდა კომპანია, ვინ იყვნენ შემკვეთი და დაინტერესებული მხარე. ამის შემდეგ შეიძლება დავასკვნათ, არის კომპანიის საქმიანობა საეჭვო თუ არა. თუმცა არსებობს პრაქტიკა, რომ სხვადასხვა კომპანიას ხშირად იყენებენ უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები. თვითონ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელის შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირი და ხელმიუწვდომელია. არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ რეალურად ეს აბრაჰამ რეიხბახი (ZEG-ის მფლობელი) მაკოორდინირებელ რგოლს წარმოადგენდეს რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურსა და კონკრეტულად ასეთ კომპანიას შორის. ასეთი კომპანიები ჩვენთან მრავლად არიან და მათ საკმარისი ხელმისაწვდომობა და საშუალებები აქვთ სადაზვერვო საქმიანობისთვის.

- გავრცელებული ინფორმაციით, მის ამერიკელ მფლობელს 34 კომპანია აქვს სხვადასხვა ქვეყანაში...

- გამოდის, ეს არის მსხვილმასშტაბიანი ინფორმაციული (ინფორმაციის მომპოვებელი) ქსელი.

- პროგრამისტს შეეძლო საიდუმლო მასალებზე წვდომა ჰქონოდა?

- ეს გამოძიებამ უნდა თქვას, თუმცა გამორიცხული არაფერია. ამ საქმეში ერთ-ერთი ყველაზე საეჭვო გარემოება ის არის, რომ გოგონამ სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა და კომპანიის ხელმძღვანელს კი არა, მენეჯერს უკავშირდება. ეს არ არის მრავალრიცხოვანი კომპანია და გოგონას შეეძლო პირდაპირ ხელმძღვანელისთვის მიემართა. კატეგორიულად გამოვრიცხავ ვერსიას, რომ გოგონას გადატვირთვის გამო ჰქონდა დეპრესია (როგორც ოჯახი მიანიშნებს, რომ ნერვიულობდა და ტიროდა). შესაძლებელია მართლაც მიუწვდებოდა ხელი კომპანიის ბექგრაუნდზე. შესაძლოა ეს იყო ისეთი ინფორმაცია, რომელიც ზეწოლის მიზეზი ყოფილიყო. იხილეთ სრულად

"გაგვკოჭეს, პირზეც რაღაც ნაჭრები გადაგვაკრეს" - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურში ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს

კომპანია "ზეგის" იურისტი, სადაც გარდაცვლილი პროგრამისტი მუშაობდა, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფება

"თუ თამარ ბაჩალიაშვილი გარკვეული ინექციით მოკლეს, ჩვენ გაგვიჭირდება სრულფასოვანი დასკვნის მიღება"