ჩრდილოეთ ოსეთის შსს-ს ორგანოებმა საკუთარი ობიექტების დაცვა გააძლიერეს, განუცხადეს ”იტერფაქსს” რესპუბლიკის შსს-ში.
”მას შემდეგ, რაც უცნობმა მილიციის საკოტროლო პუნქტის გვერდით თავი აიფეთქა, შსს-ს ყველა ობიექტი გაძლიერებულ დაცვაზეა გადაყვანილი”, - განაცხადა სააგენტოს წყარომ.
ჩრდილოეთ ოსეთში დღეს დილას, 9:30 საათზე ტერაქტი მოხდა. უცნობი ადამიანი მილიციის საკონტროლო პუნქტს მიუახლოვდა და როცა მას დოკუმენტები მოსთხოვეს, თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად მილიციის თანამშრომელი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა.
მომზადებულია interfax.ru-ს მიხედვით.