ავტორი:

"ელოდნენ, რომ 2-3 დღეში დაბრუნდებოდა, აღმოჩნდა, რომ არც მოუძებნიათ... არ მიდის გამოძიება ისე, როგორც უნდა მიდიოდეს" - ადვოკატი

"ელოდნენ, რომ 2-3 დღეში დაბრუნდებოდა, აღმოჩნდა, რომ არც მოუძებნიათ... არ მიდის გამოძიება ისე, როგორც უნდა მიდიოდეს" - ადვოკატი

თურმე, რატომ არ ვამბობ, რომ ყველაფერი იდეალურადაა. არ არის არაფერი იდეალურად! არ მიდის გამოძიება ისე, როგორც უნდა მიდიოდეს, ოჯახის წევრებთან გარკვეული ვაჭრობა განახორციელეს, - ამის შესახებ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა დაგეგმილად მიმდინარეობს.

„მამაჩემს რაღას ერჩიან, რომელიც ქალაქში ერთ-ერთი ძალიან პატივსაცემი მუსიკოსი იყო, რატომ ლანძღავენ ამ ადამიანს? რა არ მოსწონთ ჩემში? მე დაზარალებულის უფლებებს ვიცავ და ამ ულამაზესი ბავშვის სიკვდილი რასთან არის დაკავშირებული, იმას ვადგენ. თუ გამოძიება იმით იყო დაკავებული, ეს ბავშვი ამდენი ხანი თუ არ ჩანდა, „ახალგაზრდა გოგოა, თავის ბოიფრენდთან ხომ არაა წასული, მე ახლა შევწუხდებიო“ და დღეს თუ ოჯახს ნდობა არ აქვს, პროტესტი გამოხატა და მეც იგივე პოზიცია მაქვს, ჩემ მიმართ ზიზღი გამოხატეს ბოტებმა და ტროლებმა. ეს ფსიქოლოგიური ზეწოლაა და ყველანაირად მიუღებელია. ეს დაგეგმილადაა გაკეთებული.

თურმე, რატომ არ ვამბობ, რომ ყველაფერი იდეალურადაა. არ არის არაფერი იდეალურად. არ მიდის გამოძიება ისე, როგორც უნდა მიდიოდეს, ოჯახის წევრებთან გარკვეული ვაჭრობა განახორციელეს, გამოძიება არ მოიქცა ისე, როგორც იმ პერიოდში შვილდაკარგულ მამასთან უნდა ჰქონოდა ურთიერთობა. მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, როგორშიც არის დედა, მამა და ძმა, მათ განწყობას არ უყურებენ. ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტს - ბატონ დავით ასათიანს მივმართავ, დარწმუნებული ვარ, მას ესმის რა მძიმეა ადვოკატის პროფესია, დარწმუნებული ვარ, ის გაითავისებს და ესმის, როგორია ადვოკატების პროფესიაზე, პროფესიონალიზმზე ზეწოლა და მხარდაჭერა მექნება მათი მხრიდან“, - აცხადებს რამიშვილი.

რამიშვილის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ სამართალდამცველები გოგონას დაბრუნებას 2-3 დღეში ელოდებოდნენ და უბრალოდ განცხადება გააკეთეს, რომ ეძებდნენ.

ადვოკატის თქმით, სამართალდამცველების ვალდებულებაა ნებისმიერ სიტუაციაში რეაგირება მოახდინონ ისე, როგორც ევალებათ.

„დარწმუნებული ვარ უკვე იმაშიც, რომ ალბათ საგამოძიებო ორგანოებმა, რომლებმაც მიიღეს განცხადება, რომ ბავშვი არ ჩანდა, ჩათვალეს, რომ ახალგაზრდა გოგოა, ეტყობა მანქანით გაისეირნა თავის მეგობრებთან და დაბრუნდება რამდენიმე დღეში. უბრალოდ გააკეთეს განცხადება, რომ ვეძებთ. ის 15 კილომეტრი მერე აღმოჩნდა, რომ არც მოუძებნიათ. ელოდებოდნენ, რომ 2-3 დღეში ბავშვი დაბრუნდებოდა, აი ეს არის შედეგი.

არ შეიძლება, როდესაც ხარ გამომძიებელი და პოლიციის თანამშრომელი უყურო ისე, რომ ბავშვი დაბრუნდება. თუ შენ პროფესიონალი ხარ, შენ თუ კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი თანამშრომელი ხარ, არ შეიძლება, შეფასება დაიწყო, რომ ახალგაზრდაა და მოვა, შენი ვალდებულებაა ნებისმიერ სიტუაციაში რეაგირება მოახდინო ისე, როგორც გევალება“, - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

"ტრაგედიის ადგილის კადრებში დაინახეს ოჯახის წევრებმა გიგას მანქანა. მას მერე ეძებდნენ" - ვინ იყო "დეჟავუში" მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი 26 წლის ახალგაზრდა?

რა კომენტარს აკეთებს აშშ-ის ელჩი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ის ჩართვის საკითხზე

"მივეხმარები გამოძიებას და ბევრ ჩვენებას გავასაჯაროებ, ეს არის მწყემსების ჩვენებები, ისინი რადიკალურად ცვლის გამოძიების ვერსიას" - ადვოკატი