ავტორი:

"ხვალიდან, 3 ღამე ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს" - კახა კალაძე

"ხვალიდან, 3 ღამე ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს" - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხვალიდან სამი ღამის განმავლობაში (00:30-04:00 საათამდე), ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პარალელურად, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დახაზვითი სამუშაოები მთლიანად დასრულდება, ჭავჭავაძის გამზირზე ახალი სქემით მოძრაობა დაიწყება.

"ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, მხედველობაში მაქვს დახაზვითი სამუშაოები. თუ ამინდმა ხელი არ შეგვიშალა, პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება. 30 ივლისიდან, სამი ღამის განმავლობაში, ღამის 00:30 საათიდან დილის 04:00 საათამდე ვარაზისხევიდან წერეთელი, თამარაშვილის ქუჩებამდე ჭავჭავაძე ჩაიკეტება იმ მოტივით, რომ ამ დროის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაიწყებს მოძრაობას, რათა სატესტო რეჟიმში მძღოლებმა გაიარონ ეს მონაკვეთი.

პარალელურად, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დახაზვითი სამუშაოები მთლიანად იქნება დასრულებული, რა თქმა უნდა, საპატრულო პოლიციის დახმარებით, შსს-ს და ჩვენი შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, დაიწყება ახალი სქემით მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირზე. ამას ადაპტაციის პერიოდი ექნება, გარკვეული დრო დასჭირდება და ყველანაირად შევუწყობთ მძღოლებს ხელს ამ მიმართულებით", - ამბობს კალაძე.

"უწმინდესმა გამძლეობა მისურვა" - ვანო მერაბიშვილი ილია მეორეს შეხვდა

LIVE - Newsroom-ის სტუმრები არიან რომან გოცირიძე და ვახტანგ კალოიანი

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - რა ხდება ოპოზიციაში; ხელისუფლების პოზიცია; თოფაძე-ჟვანიას საქმე; თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგედია