ავტორი:

"ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომლისაც ეშინოდა... სიმართლეს გავიგებ, ჩემი შვილის მეორედ სიკვდილს არ დავუშვებ" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომლისაც ეშინოდა... სიმართლეს გავიგებ, ჩემი შვილის მეორედ სიკვდილს არ დავუშვებ" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ფიქრობს, რომ მისმა შვილმა ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომლის გამოც ეშინოდა. როგორც თამაზაშვილმა ტელეკომპანია "მთავართან“ თქვა, ის მოითხოვს გამოძიებაში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვას. გოგონას დედას კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორ და რატომ წაიშალა მისი შვილის "ფეისბუქ“ ანგარიში.

"რაღაცების მიჩქმალვა და ჩაფარცხვა უნდათ. მოვითხოვ, ფედერალური ბიუროს ჩართულობას. ვახსენეთ თუ არა ფედერალური ბიურო, ეგრევე წაიშალა "ფეისბუქი“.შეიძლება რომ გაუხსნელად წაშალონ ფეისბუქი?! ეს ხომ ზღაპარია?! ელემენტარულია, ყველამ იცის. რატომ წაიშალა ფეისბუქი, თავისით წაიშლებოდა?! წაიშალა, როცა უკვე ადვოკატი უნდა დასწრებოდა კომპიუტერის გახსნას.

ჩემი შვილი იმდენად ჭკვიანი იყო, რომ რაღაც სხვა სისტემებში შეაღწია, სხვა რაღაც ინფორმაცია მოიპოვა ისეთი, რომლისაც ეშინოდა. ჩვენ დაგვიცვა, ჩვენი ოჯახის წევრები დაიცვა და თავი გაწირა.

100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა. რომ დამხვრიტონ და მითხრან, თქვი რომ თვითმკვლელობა იყოო, უარვყოფ.

უკან არ დავიხევ. სტრასბურგშიც გავასაჩივრებ და სადაც კი რამე ინსტანცია არსებობს, არ გავჩერდები, ყველაფერს გავყიდი და სიმართლეს მაინც გავიგებ. ჩემი შვილის მეორედ სიკვდილს არ დავუშვებ“, - ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა.

ცნობისთვის, გუშინ გაირკვა, რომ ბაჩალიაშვილის "ფეისბუქის" ანგარიში სოციალურ ქსელში აღარ იძებნებოდა, თუმცა უცნობია, ვინ და რატომ გააუქმა ის. ამასთან, გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ექსპერტიზის ბიუროში მას ბაჩალიაშვილის კომპიუტერი დალუქულ მდგომარეობაში არ დახვდა. რამიშვილი კომპიუტერის გასახსნელად FBI-ის ჩართვას ითხოვდა, თუმცა აღნიშნული მოთხოვნის შემდეგ, ადვოკატის თქმით, სამართალდამცველებმა "უცებ იპოვნეს კოდი."

როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რამიშვილი აცხადებს, აღნიშნული ფაქტი ამართლებს გარდაცვლილის მამისთვის პოლიციელის მიერ ნათქვამ ფრაზას - "კომპიუტერი გავხსენით და თქვენი გოგო შარში“ არისო.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

თბილისსა და მარნეულში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს - დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს

3 შვილის დედის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის, მისი მეუღლე ციხეში 4 წელს გაატარებს - ბაკურ სორდია სასამართლომ დამნაშავედ სცნო

"ჩემს პრეტენზიებზე როგორ ვისაუბრო, როცა ასეთი ამბავია მომხდარი" - შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით დაკითხული დიჯეი