ავტორი:

#ლიტერატურული გაჩერება საჩხერეშია  - გამოფენა-გაყიდვა 50 %-იანი ფასდაკლებით

#ლიტერატურული გაჩერება საჩხერეშია  - გამოფენა-გაყიდვა 50 %-იანი ფასდაკლებით

გამომცემლობა "პალიტრა L-ის" "ლიტერატურული გაჩერება უკვე საჩხერეშია. გამოფენა-გაყიდვა 50%-მდე ფასდაკლებით მიმდინარეობს კულტურის სახლში (თავისუფლების ქუჩა #1).

თუ გიყვარს კითხვა, ჩვენ გელოდებით, საუკეთესო ლიტერატურით, მრავალფეროვანი ჟანრებითა და დიდი ფასდაკლებით.

გამომცემლობა "პალიტრა L" 15 წლისაა და საიუბილეო წელს მთელ საქართველოსთან ერთად აღნიშნავს.

"მივდივართ მკითხველთან, ქვეყნის ყველა კუთხეში და იწყება დიდი #ლიტერატურულიგაჩერება. იუბილესთან დაკავშირებით, ბევრი აქტივობა გვაქვს დაგეგმილი. გვინდა, გავახაროთ ჩვენი ერთგული მკითხველი. მუდმივად ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას და ჩვენც ძალას არ ვიშურებთ, შევქმნათ საუკეთესო ლიტერატურა, ყველა გემოვნების მკითხველისთვის. 24 ივლისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით, იქნება ზაფხულის ლიტერატურული თავგადასავალი, წიგნების გამოფენა-გაყიდვა, ღონისძიებები, შეხვედრა ავტორებთან, წიგნის პრეზენტაციები, ყველას მოვუწოდებ შემოგვიერთდეს", - ანანო თავხელიძე, გამომცემლობის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ "ლიტერატურული გაჩერება", მთელი საქართველოს მასშტაბით, 19 აგვისტოს ჩათვლით გასტანს და ბახმაროში დასრულდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

გელა ბაბლუანი, ლევან გიგინეიშვილი, პაპუნა ტოლიაშვილი და სტუდენტები - "წიგნების თაროს“ პირველი ახალგაზრდული კონფერენცია წარმატებით დასრულდა

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი მერვე)

29-30-31 ივლისს  #ლიტერატურულიგაჩერება საჩხერესა და რაჭას ესტუმრება