ავტორი:

"სხვა შეგრძნებაა როცა იგებ, რომ უცხო ადამიანები ზრუნავენ შენზე" - რას წერს ანიტა ფაცაციას დედა შსს-ში დასაქმების შემდეგ

"სხვა შეგრძნებაა როცა იგებ, რომ უცხო ადამიანები ზრუნავენ შენზე" - რას წერს ანიტა ფაცაციას დედა შსს-ში დასაქმების შემდეგ

2 წლის ანიტა ფაცაცია რამდენიმე თვის წინ მთელმა ქვეყანამ გაიცნო. გოგონას, რომელსაც გულის პრობლემები ჰქონდა და გადარჩენისთვის იბრძოდა, მთელი საქართველო გვერდით დაუდგა.

სამწუხაროდ, ანიტა ინდოეთის კლინიკაში 2-თვიანი მკურნალობის შემდეგ, 31 იანვარს გარდაიცვალა. ბავშვი სამშობლოში 2 თებერვალს ჩამოასვენეს. ყველაზე მძიმე პერიოდში მის მშობლებს, ახლობლების გარდა, სრულიად უცხო ადამიანები დაუდგნენ გვერდით.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ანიტას დედა მარიკო სადრაძე შს მინისტრის გადაწყვეტილებით უწყებაში დასაქმდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მან პოსტი "ფეისბუქზე" თავად გამოაქვეყნა და ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა.

"ამ თვეების განმავლობაში, ადამიანების მხარდაჭერა და ყურადღება ისეთი დოზით მივიღე, რომ თითქოს, აღარაფერს უნდა გავეკვირვებინე, მაგრამ, კიდევ სულ სხვა შეგრძნებაა, როცა, იგებ, რომ შენთვის სრულიად უცხო ადამიანები, შენგან დამოუკიდებლად ფიქრობენ და ზრუნავენ შენზე, ცდილობენ ცხოვრების ფერხულში ჩაბმაში ამოგიდგნენ გვერდში.

ამ ზრუნვის შედეგად აღმოვჩნდი შინაგან საქმეთა სამინისტროში - გარემოში, სადაც, თითქოს, ყველაფერი უცხო უნდა ყოფილოყო, მაგრამ სათითაოდ ყველამ ოჯახის წევრივით მიმიღო და ჩამიხუტა გულში. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრს ამ გულისხმიერებისთვის!

განსაკუთრებით კი, მინდა Nino Giorgobiani -ის როლი გამოვყო. ადამიანის, რომელმაც პირველივე შეხვედრაზე საოცრად სამართლიანი და საქმისთვის მებრძოლი პროფესიონალის შთაბეჭდილება დამიტოვა და რომლის სიკეთის დამსახურებაცაა, ახალ ოჯახში ჩემი შებიჯება.

იმედი მაქვს, შევძლებ და ამ გაუმჟღავნებელი ზრუნვის, გვერდში დგომისა და სიკეთის საპასუხო თანამშრომლობას დავუბრუნებ ოჯახს, რომელმაც ასე თბილად, მიმიღო" - წერს მარიკო სადრაძე.

თეონა კონტრიძე  "ბატკას" წინააღმდეგ - "ბელორუსი ხალხისა და დემოკრატიის მხარეს ვარ!"

ზურა ყიფშიძე დღეს 67 წლის გახდა - ოჯახის წევრების ემოციური მილოცვა იუბილარ მსახიობს

"სამშობლო მენატრება" - რატომ ვერ ჩამოდის რეზო გიგინეიშვილი საქართველოში, რას წერს რეჟისორი "ინსტაგრამზე"?