ავტორი:

საჩუქარი 60 წელს გადაცილებულ მუსიკის მოყვარულებს!

საჩუქარი 60 წელს გადაცილებულ მუსიკის მოყვარულებს!

ხელოვანთა გაერთიანება "კონცეპტArt" 17 ივლისიდან მუსიკის ცოცხალ შესრულებასა და საყვარელ არტისტებს მონატრებულებს წყნეთის ღია ამფითეატრში "უღრან ტყეში" მასპინძლობს. პროექტი 10 სხვადასხვა ჟანრის საღამოსგან შედგება, რომელთა უმეტესობა გახლავთ პრემიერა.

მონაწილეობს 50-მდე არტისტი, მათ შორის ნიკოლოზ რაჭველი, ზვიად ბოლქვაძე, გიორგი ცაგარელი, ვალერიან შიუკაშვილი, ერეკლე დეისაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, რატი ამაღლობელი, ლიზი რამიშვილი, პაპუნა შარიქაძე, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, ოთო ჯორჯიკია, მარიამ როინიშვილი, სანდრო გეგეჭკორი, მარიამ ჯანჯღავა, სანდრო ნებიერიძე და სხვა. ხვალიდან წყნეთის ღია ამფითეატრი ახალი თაობის ვირტუოზების სამდღიანი ფესტივალს უმასპიძლებს.

მაყურებლის წინაშე წარსდგებიან საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატები პიანისტი გიორგი გიგაშვილი, ალტისტი გიორგი მარდალეიშვილი, მევიოლინე ანნა ჭანია და ფლეიტისტი ნანუკა გოლიაძე.

31 ივლისს პირველ საფესტივალო კონცერტზე კომპანია Gulf Georgia-ს და თბილისის მერიის მხარდაჭერით 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ვინც რამდენიმე თვე კარანტინში გაატარა, დასწრება და მგზავრობა უფასო იქნება.

ავტობუსი მოწვეულ სტუმრებს დაელოდება ბაგებში 18:45 საათზე, რესტორან "წისქვილთან", ილია ჭავჭავაძის გამზირი #75. პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის პატრონაჟით.

რა ნაწილი წაუშალეს ია ფარულავას სკანდალური გადაცემიდან - ტელეწამყვანს ცნობილი სახეები უპირისპირდებიან და ქიბარ ხალვაშს მიმართავენ

ერთი სახლის გაცოცხლებული ისტორია... - რა ოცნება აუსრულეს მთაწმინდაზე მცხოვრებ 82 წლის ქალბატონს

რაჭის რომელი 4 სოფელი იქნება მოწყვეტილი გარესამყაროს 1 თვე? - პრემიერ-მინისტრის განცხადება