ავტორი:

რაც უფრო მსუქნებია მინისტრები, მით მეტად გამხდრები არიან რიგითი მოქალაქეები - რა კავშირია ჭარბ წონასა და კორუფციას შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში?

რაც უფრო მსუქნებია მინისტრები, მით მეტად გამხდრები არიან რიგითი მოქალაქეები - რა კავშირია ჭარბ წონასა და კორუფციას შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში?

ამერიკულ ჟურნალ "Economics of Transition and Institutional Change"-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით "სიმსუქნისა და კორუფციის ურთიერთკავშირი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში", რომლის ავტორია ფრანგი მეცნიერი პავლო ბლავატსკი. მან 15 პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში კორუფციის დონისა და მაღალჩინოსნების წონის ურთიერთკავშირი გამოიკვლია.

მეცნიერმა გაანალიზა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მთავრობების 299 წევრის წონა, რომლებსაც თანამდებობები 2017 წელს ეკავათ შემდეგ ქვეყნებში: სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ბელარუსში, ესტონეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, მოლდოვაში, რუსეთში, უკრაინაში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში და უზბეკეთში.

ჩინოვნიკების წონის განსაზღვრისათვის მეცნიერმა ისარგებლა კომპიუტერული მზერის ტექნოლოგიით, რომელიც აანალიზებს რამდენიმე წლის განმავლობაში ფოტოსურათებს და ვიდეოგამოსახულებებს და მათ საფუძველზე წონას ადგენს. პარალელურად კორუფციის დონის შეფასება განისაზღვრა Transparency International-ის, მსოფლიო ბანკისა და რიგი ევროპული ორგანიზაციების მონაცემების მიხედვით.

შეისწავლა რა კორუფციის დონის ოფიციალური სტატისტიკა, მეცნიერმა მინისტრების ჭარბი წონისა და პოლიტიკური კორუფციის ურთიერთკავშირი დაადგინა.

როგორც გაირკვა, 15 პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში 96 ჩინოვნიკი ჩვეულებრივზე უფრო მეტად მსუქანია.

გამოკვლევის თანახმად, კორუფციის დონისა და მინისტრების სიმსუქნის მიხედვით პირველ სამეულში ტაჯიკეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი აღმოჩნდნენ. შემდეგ მოდის უკრაინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, მოლდოვა, სომხეთი, ბელარუსი. რეიტინგის ბოლო ადგილს იკავებენ საქართველო, ლატვია, ლიტვა და ესტონეთი.

გამოკვლევის შედეგად გაკეთდა დასკვნაც, რომ რაც უფრო მსუქნებია კორუმპირებული ქვეყნების მინისტრები, მით უფრო გამხდრები არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები.

ამასთანავე, როგორც მეცნიერი აღნიშნავს, კორუფციისა და წონას შორის აღმოჩენილი კავშირის მიუხედავად, ეს მაჩვენებლები მაინც ზუსტი არაა და მათი მიხედვით, ქვეყანას კორუმპირებულს ვერ უწოდებ, თუმცა პავლო ბლავატსკი მაინც მიუთითებს, რომ ამ მონაცემებს ყურადღება უნდა მიექცეს, მათ შორის დინამიკაშიც. ის მაგალითის სახით იმოწმებს სომხეთს, სადაც 2018 წელს მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის მთავრობა გადადგა და ადგილი ოპოზიციურ ლიდერს ნიკოლ ფაშინიანს დაუთმო. ახალი მთავრობის მოსვლით ქვეყანაში კორუფციის დონე შემცირდა. ნიკოლ ფაშინიანის მთავრობაში მინისტრების საშუალო წონის ინდექსი 31,2-ია, ხოლო სერჟ სარგსიანის მთავრობაში ინდექსი 32,1 იყო. წყარო

როგორ მიულოცა ელისაბედ მეორემ მეამბოხე რძალს დაბადების დღე - ფოტო და მილოცვა, რომელმაც ბრიტანელები გაანაწყენა

"ვიდექით და ყველა რეჟისორის მაგივრად გვრცხვენოდა" - რა მოხდა ლიკა ქავჟარაძის ბოლო გადაღებაზე და ფოტო, რომელიც აქამდე არ გინახავთ

"დაატუსაღეს" მელა, რომელიც ვაკელებს სამოსს "პარავდა" - "ხან ცალი ჩუსტი იკარგებოდა, ხან ბოტასი... თანამზრახველიც ყოლია"