ავტორი:

"რეგულარულად დავდივარ ბელაქანში, ზაქათალასა და კახში" - ილჰამ ალიევი საინგილოში ჩავიდა

"რეგულარულად დავდივარ ბელაქანში, ზაქათალასა და კახში" - ილჰამ ალიევი საინგილოში ჩავიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ქალაქ ბელაქანში ჩავიდა, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში მდებარეობს და ისტორიულად საინგილოს ეკუთვნის. ამ ვიზიტს აზერბაიჯანულმა მასმედიამ დიდი ყურადღებას დაუთმო. როგორც პრესის პუბლიკაციებიდან ირკვევა, ბელაქანში ყოფნისას ილჰამ ალიევმა მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი "ასან-ჰიდმეტ"-ის («ASAN xidmət») - აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობის ქვეშ მყოფი მოქალაქეების მომსახურებისა და სოციალური ინოვაციების აზერბაიჯანული სახელმწიფო სააგენტოს ცენტრის გახსნაში, რომლებიც ითვალისწინებენ საბანკო, სადაზღვევო, იურიდიულ, სამედიცინო, სამაუწყებლო, ფოტო და კულტურულ ღონისძიებებს.

როგორც გაზეთი „კასპიი“ იუწყება, ილჰამ ალიევის განცხადებით, ბოლო წლებში ბელაქანის რაიონში საქმეები კარგად მიდის:

"რეგულარულად დავდივარ ბელაქანში, ზაქათალაში, კახში. ვეცნობი სიტუაციას. ბოლო წლების განმავლობაში, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება. შენდება ბევრი ახალი ობიექტი, გაზიფიცირება ასპროცენტიან ნიშნულს უახლოვდება. მე დღეს ბაქოდან ავტომანქანით ჩამოვედი და ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ რეგიონში გზები უკვე გარემონტებული და კეთილმოწყობილია. ეს ეხება სოფლის გზებსაც. მინდა აღვნიშნო, რომ ბაქო-შემახა-შეკი-კახი-ზაქათალა-ბელაქანის საავტომობილო გზატკეცილი, რომელიც საქართველოს საზღვრამდე მიდის, ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრეზიდენტმა.l

  • შენიშვნა: კახის, ზაქათალისა და ბელაქანის რაიონები წარმოადგენენ ისტორიული გარე კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს - საინგილოს. ტერმინი „საინგილო“ XIX საუკუნეში დამკვიდრდა ინგილოებით დასახლებული მხარის აღსანიშნავად. გამაჰმადიანებულ ქართველს ინგილოს ეძახდნენ. დღეს საინგილოში ქრისტიანი ქართველებიც ცხოვრობენ. აზერბაიჯანის ბელაქანის რაიონი უშუალოდ ესაზღვრება საქართველოს ლაგოდეხის რაიონს (ს.კ.)

სიმონ კილაძე

2-თვიანი კოსმოსური ვოიაჟის შემდეგ, მასკის ხომალდი დედამიწაზე დაბრუნდა - გაიცანით  ასტრონავტები, რომლებმაც ისტორიული მისია შეასრულეს

მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი დაქორწინდა - როგორი ქორწილი გადაიხადა ფინეთის ლიდერმა (ფოტოები)

რუსეთი კორონავირუსის წინააღმდეგ მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას ოქტომბერში გეგმავს