ავტორი:

"სიტყვა მოგვცეს, რომ სწრაფად გამოიძიებენ" - თამარ ბაჩალიაშვილის მამის კომენტარი მამუკა ჭელიძესთან შეხვედრის შემდეგ

"სიტყვა მოგვცეს, რომ სწრაფად გამოიძიებენ" - თამარ ბაჩალიაშვილის მამის კომენტარი მამუკა ჭელიძესთან შეხვედრის შემდეგ

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრების, ადვოკატ მიხეილ რამიშვილისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მამუკა ჭელიძის შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილის მამამ განაცხადა, დაპირება მიიღეს, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებენ.

"როგორც სიტყვა მოგვცეს, ყველაფერს დეტალურად, თავის დროზე გაგვაცნობენ და სწრაფად გამოიძიებენ. დღეს ისეთს არაფრს გავეცანით. ყველაფერი აინტერესებდათ, ჩვენ რა ვიცით, მოვუყევით, დანარჩენს დაველოდოთ გამოძიებას, როგორ იქნება“,- განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებას შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს, შესაბამისად, ოჯახის წევრებსა და ადვოკატს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე შეხვდა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"არის ვარაუდი და ეჭვი, რომ შეხვედრა საკალმახე მეურნეობის ტერიტორიაზე ჰქონდა" - თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი

"ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ ბუსა ეჭვიანობდა და შერიგება უნდოდა“ - რა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი?

"თამუნამ საფრანგეთში დარჩენაზე უარი, ვფიქრობ, რაღაც შიშის გამო თქვა" - რას აცხადებს გარდაცვლილი პროგრამისტის დედა?